EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 15:11:00
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/about_eumm/mandate/
 
ჩვენ ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია ვართ. ჩვენი მისია 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვს პუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა. 

ჩვენი პრიორიტეტებია:
• საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა;
•აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა;
• კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა;
• საქართველოსა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება.

მას შემდეგ, რაც მისიამ საქმიანობა დაიწყო, იგი ახორციელებს 24 საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან. ჩვენი სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები - გორში, მცხეთასა და ზუგდიდში.
ჩვენი მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თუმცა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე არ გვაძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას.

გაიგეთ მეტი ჩვენს საქმიანობის შესახებ ამ ვიდეოში: 



ქვემოთ იხილეთ ვიდეოს თანმდევი ტექსტის ქართული ვარიანტი (თანმიმდევრობა დაცულია):

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: ვმუშაობთ უსაფრთხოებისთვის, მეზობლებს შორის ნდობის აღდგენისთვის.

„ადამიანებს უბრალოდ მშვიდად ცხოვრება უნდათ, მათ სურთ თავისუფლად გადაადგილება, მათ მეორე მხარეს ნათესავები ჰყავთ, რომელთა ნახვა სურთ. მათ უბრალოდ ნორმალური ცხოვრების აღდგენა უნდათ“.

ევროკავშირი მოქმედებაში

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში სამოქალაქო მისია

ოფიციალური შესაძლებლობები: 283 თანამშრომელი

ტერეზა ბაუერი, დამკვირვებელი (პოლიციის ოფიცერი)

2008

2008 წლის აგვისტოში საქართველოს და რუსეთს შორის „ხუთდღიანი“ ომი დაიწყო.

ევროკავშირმა უშუამავლა „ექვს პუნქტიან შეთანხმებას“, რომელმაც დაასრულა შეარაღებული კონფლიქტი

2008

ოქტომბერში დაიწყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ყველა მხარის შეთანხმებასთან შესაბამისობაზე მეთვალყურეობისთვის.

„მისიის პრიორიტეტი ადგილზე არის საომარი მოქმედებების დაუბრუნებლობა და ის რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებმა ადამიანებმა შეძლონ ცხოვრება უსაფრთხოდ და ისე ნორმალურად როგორც შესაძლებელია. თითქმის ყოველდღე ვარ ველზე. ჩემს კოლეგებთან ერთად ვახორციელებ ქვეით და სამანქანო პატრულირებას, ვახდენთ ანგარიშგებას ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ.“

პატრულირების ჩატარების გარდა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს კომუნიკაციას კონფლიქტის მხარეთა შორის, ადგილობრივი პრობლემების გადასაწყვეტად და ნდობის შესაქმნელად.

„მე მჯერა რომ აქ, ამ ქვეყანაში სტაბილურობაში წვლილის შეტანით, ჩვენ სრულიად ევროპის და ევროპელი მოქალაქეების სტაბილურობაში და უსაფრთხოებაში შეგვაქვს წვლილი“

უფრო სტაბილური მსოფლიო, უსაფრთხო ევროპა

ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მისიები და ოპერაციები

ევროკავშირი