EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 21:11:01
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/about_eumm/meet_our_monitors/36609/?page=1&year=2019
 
 უკან

ვერც კი წარმოვიდგენდი რომ რვეულიანი ბიჭი ასე კმაყოფილი იქნებოდა იმით სადაც მოხვდა

29.07.2019
ჰანს ფრილუნდი, შვედეთი 

როდესაც პატარა, 8-9 წლის ვიყავი მქონდა რვეული სადაც ვიწერდი მსოფლიოს ყველა დედაქალაქს. ძალიან მაინტერესებდა სამყარო  შვედურ მალმიოში ჩემი ოთახის ფარგლებს გარეთ და თბილისი როგორღაც მიზიდავდა. პოლიტიკური მეცნიერების სწავლის და ადამიანის უფლებებში მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ ვმუშაობდი კოსოვოში, არასამთავრობო ორგანიზაციაში რომელიც სპეციალიზდებოდა უმცირესობათა უფლებებზე. მანამდე სამი წელი, ჟენევაში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. სწორედ იქ გავიცანი კარგად გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებს. 

ახალი გამოწვევით დაინტერესებულმა ვცადე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, დამკვირვებლის ვაკანტურ პოზიციაზე მოხვედრა და რამდენიმე თვის შემდეგ მივიღე სატელეფონო ზარი სადაც მკითხეს ვიყავი თუ არა კვლავ დაინტერესებული აღნიშნული პოზიციით. რა თქმა უნდა ვიყავი!

თბილისთან ახლოს, მცხეთის რეგიონალურ ოფისში, ადამიანის უსაფრთხოების ჯგუფში მუშაობის დაწყების შემდეგ მქონდა უამრავი საუბარი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების მაცხოვრებლებთან.  როგორც სადამკვირვებლო მისია ჩვენ არ ვუწევთ ჰუმანიტარულ დახმარებას. დროდადრო საკმაოდ რთულია მხოლოდ მოსმენა და მოხსენების გაკეთება იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში არსებული ვითარების შესახებ იმ ადამიანებისგან რომლებიც რა თქმა უნდა ძალიან საჭიროებენ დახმარებას. მიუხედავად ამისა, ხალხი რომელთაც ვხვდებით მუდმივად გვარწმუნებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი რეალობის ჩვენთვის გაზიარება და იმაში, რომ სადამკვირვებლო მისიის ყოფნა საფუძველია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. 

როგორც სამოქალაქო,  ჩემთვის  ევროკავშირის პირველ მისიაში ყოფნისას მე კმაყოფილი ვარ იმით რომ ჩვენ როგორც დამკვირვებლები რომლებიც ვართ ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობა ადგილზე რეალურად ვახდენთ გავლენას ვითარებაზე განსაკუთრებით იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ახლოს ცხოვრობს. დიახ, ინფორმაცია რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ახდენს გავლენას საქართველოში ევროკავშირის პოლიტიკაზე. 

 ამ პროცესში მე ვთვლი, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენდერულად განუყოფელი ინფორმაციის შეგროვება რათა, ვითარება ქალებსა და კაცებზე, გოგოებსა და ბიჭებზე თანაბრად იყოს წარმოდგენილი. ეს კლიშეა და ამავდროულად სიმართლე, რომ ერთ-ერთი  უპირატესობა  ევროკავშირის მისიებში კერძოდ კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობის  დროს არის განსხვავებულობა სამოქალაქო, პოლიციელის და სამხედრო პროფესიების წარმომადგენელ კოლეგათა შორის. ამავდროულად შეუძლებელია გადააფასო თარჯიმანთა როლი ჩვენი სამუშაოს შესრულებაში, ისინი ასევე არიან ინფორმაციის შეუფასებელი წყარო ადგილობრივების, რეგიონის, ჩვეულებების და ზოგადად ცოდნის შესახებ. 

მიუხედავად იმისა რომ სიამოვნებას ვიღებ მცხეთის პროვინციული ცხოვრებისგან, ხშირად მივდივარ  ახლომდებარე თბილისში სოციალურ აქტივობებში  მონაწილეობის მისაღებად. ვერც კი წარმოვიდგენდი რომ რვეულიანი ბიჭი ასე კმაყოფილი იქნებოდა იმით სადაც მოხვდა.