EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 20:11:51
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/about_eumm/meet_our_monitors/4545/?month=8&year=2014
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად ინსტრუმენტებს უზრუნველყოფს

26.05.2014
გერტი, 56 წლის, ნიდერლანდები

1973 წელს, როდესაც 16 წლის ბიჭი ვიყავი, ჩემი კარიერა ჰოლანდიის სამეფო ფლოტში დავიწყე. ექვსი წლის შემდეგ საზღვაო პოლიციაში გადავედი და ნიდერლანდების სხვადასხვა წყლებში ვმსახურობდი. 2000 წლიდან მე უკვე ჩრდილოეთის ზღვის უგზოუკვლოდ დაკარგული პირების ბიუროს კოორდინატორი ვიყავი; უგზოუკვლოდ დაკარგული პირების საქმეებს ვიძიებდი და გვამების იდენტიფიცირებას ვახდენდი.

1993 წელს ჩემი კარიერა საზღვარგარეთ მყოფ მისიებში დავიწყე და მას შემდეგ ვიყავი რუმინეთში კალაფატში დასავლეთ ევროპის კავშირის მისიაში დუნაიზე, კვიპროსზე გაეროს შეიარაღებულ სამშვიდობო ძალებში და ახლა, იანვრის დასაწყისიდან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურ ოფისში.

სახლში მყავს ოჯახი, მეუღლე თეა და სამი შვილი (ორი გოგონა და ერთი ბიჭი). ჩემს ორივე ქალიშვილს შვილები ჰყავს, ასე რომ  ბაბუაც ვარ. თავისუფალ დროს ბადმინტონის თამაში მიყვარს და ჯანმრთელობას პილატესის ვარჯიშით ვინარჩუნებ.

მომწონს ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს პატრულირებაზე სიარული და შეხვედრა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, რომლებიც თავიანთ ისტორიას მიზიარებენ. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჯერ-ჯერობით იყო საუბარი მამაკაცთან, რომელმაც გვითხრა, რომ მას ძმები და დები 2008 წლიდან არ უნახავს. უამრავი ადამიანი მსგავს მდგომარეობაში იმყოფება და ამას ძალიან განიცდის.

საქართველოში ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი ასპექტი ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე არსებულ პრობლემებს დაუყოვნებლივ ვერ მოაგვარებს, მე მჯერა, რომ მას სტაბილურობა მოაქვს და ცხოვრების ნორმალიზაციას უწყობს ხელს. ჩვენ კონფლიქტის მხარეებს საკუთარი მომავალის შესაქმნელად ინსტრუმენტებს ვაწვდით.

მე ვამაყობ, რომ ამ მისიის წევრი ვარ!