EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 21:11:50
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/about_eumm/meet_our_monitors/6048/?month=12&year=2017
 
 უკან

შემოქმედებითად ფიქრის საშულაება ჩემი სამსახურის ყველაზე საინტერესო ნაწილია

08.11.2017
ანდრეას ბერგი, 36, შვედეთი

მშვიდობის და უსაფრთხოების სფეროში უკვე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვარ ჩართული, თავიდან როგორც უსაფრთხოების ანალიტიკოსი და კოორდინატორი აკადემიურ ანალიტიკურ ცენტრებში, შემდეგ კი, როგორც ანგარიშგების ოფიცერი/მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში კოსოვოში კანონის უზენაესობის ევროკავშირის მისიაში (EULEX), და მოგვიანებით, კოსოვოს მთავრობის მრჩეველი უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით. აქამდე ვმუშაობდი ბელგიაში, ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში სტრატეგიულ დამგეგმვავად და ახლა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაგეგმვისა და შეფასების ოფიცერი ვარ. ალბათ, შეიძლება თქვათ, რომ ბევრი რამე მაინტერესებს: თუ რა წესების მიხედვით ფუნქციონირებს მსოფლიო, ომიდან მშვიდობიან დროზე გადასვლის პროცესი და როგორ შეუძლია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მსგავს სტრუქტურებს ამ პროცესში პოზიტიური მონაწილეობის მიღება.

თავს მსოფლიოს მოქალაქედ ცხოვრების უმეტესი ნაწილის განმავლობაში ვგრძნობდი, იმის გამო, რომ მშობლიური შვედეთი შვიდი წლის ასაკში დავტოვე და კალიფორნიაში ვიზრდებოდი. ამ სფეროში მოღვაწეობამ, რომელიც ისტორიის, გეოგრაფიის, საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკისადმი ჩემს სიყვარულს აერთიანებდა, ასევე საშუალება მომცა მსოფლიო მენახა. "უცხოელ თანამშრომლად" ყოფნა  გარკვეულწილად ნიშნავს თავს სახლში გრძნობდე ყველგან და არსად, და შესაბამისად, საქართველო ამჟამად არის ჩემი ერთ-ერთი ბევრ სახლთაგან დედამიწაზე, იგი ჩემთვის ახლო და ძვირფასია საკუთარი განსაკუთრებული თვალსაზრისით!

საქართველოში 2017 წლის მაისში ჩამოვედი და მას შემდეგ, მისიის სათავო ოფისში დაგეგმვის საკითხებზე ვმუშაობ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უნიკალური მისიაა, რეგიონში გრძელვადიანი და სტაბილური წარმომადგენლობით, რომელსაც გაჩნია რამდენიმე რეგიონალური ოფისი, პატრულირებისთვის საკუთარი პასუხისმგებლობის ზონებით. 2008 წელს დაარსებულ მისიას დიდი გამოცდილება და საექსპერტო ცოდნა გააჩნია. თუმცა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული ვითარება ყოველთვის ვითარდება და ამიტომ ჩვენც ეფექტიანობა უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. ჩემი სამუშაოს შემოქმედებითი ნაწილი სწორედ ამ საკითხზე ფიქრია ... როგორ შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენი ეფექტიანობა და პოზიტიური ზეგავლენა და დავგეგმოთ შემდგომში ჩვენი მუშაობის გაუმჯობესება?

ჩემი სამსახურის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა, რა თქმა უნდა, აქ, საქართველოში ცხოვრებაა! თბილისი საცხოვრებლად გადასარევი ქალაქია, ისტორიითა და კულტურით მდიდარი, ამავდროულად დიდი, დინამიური და პროგრესული ბევრი თვალსაზრისით.