EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 00:11:44
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/about_eumm/meet_our_monitors/6124/?month=10&year=2018
 
 უკან

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობა ჩემთვის მნიშვნელოვანია გამომდინარე ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც, რადგან თვადაც იძულებით გადაადგილებული პირი ვარ

10.01.2018
გეორგიოს ლამპროუ, კვიპროსი

38 წლის წინ ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კვიპროსზე დავიბადე. კვიპროსის პოლიციაში მუშაობა 2001 წელს დავიწყე და 2010 წლიდან იმიგრაციის ოფიცერი გავხდი. მაქვს "დანაშაულთან ბრძოლის" კურსის ბაკალავრის ხარისხი და სახელმწიფო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. საერთაშორისო მისიაში მუშაობა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. ეს ოცნება 2016 წელს ამიხდა, როდესაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სამუშაოდ შემარჩიეს. მე ვიყავი პირველი კვიპროსელი, რომელიც 2013 წლის შემდეგ მისიის წევრი გახდა. დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სამი კვიპროსელი დამკვირვებელი მუშაობს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისში 2016 წლის ოქტომბერში ჩამოვედი. აქ ადმინისტრაციული საზღვრის საკითხებზე მომუშავე ჯგუფს შევუერთდი. ჩემი პირველი პატრულირება აქამდე მახსოვს. იძულებით გადაადგილებულ პირთა წეროვანის დასახლებაში ვიყავი. ამ მომენტში, თვალწინ ჩემი ბავშვობის მოგონებებმა ჩამიარა, რადგან მე თვითონ დავიბადე და გავიზარდე დევნილთა დასახლებაში კვიპროსზე, ქვეყანაში, რომელსაც ასევე აქვს მოუგვარებელი კონფლიქტი 1974 წლიდან. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებთან საუბრისას მივხვდი რომ ბევრი მათი პრობლემა საერთოა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებთან. უპირველეს ყოვლისა, მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო მისიების როლი კონფლიქტურ რეგიონებში, კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა. 

ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად პატრულირება ადგილობრივ დონეზე დაზარალებულებს უფრო უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს, ხელს უწყობს გადაადგილების თავისუფლებას და კონფლიქტის მრავალი შედეგის გადატანაში ეხმარება. ეჭვგარეშეა, რომ ადამიანების გაღიმებული სახეები, მათი მხრიდან თბილი მიღება, სტუმართმოყვარეობა, სიკეთე და მათი გულწრფელი მისალმება, როდესაც მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფები ხვდება, საკმარისია იმის გასაგებად, თუ რამდენად კარგად არის მიღებული მისია და როგორი პატივისცემით ეპყრობიან მას.

გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, როგორც ორგანიზაციამ, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მუშაობენ, ახალი გამოცდილება შემძინა. ბევრი რამ ვისწავლე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული და სხვადასხვა გამოცდილების მქონე ჩემი კოლეგებისაგან. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვიმუშაო პროფესიონალებთან, ვინც დატოვა თავიანთი ქვეყნები, ოჯახები და მეგობრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობის და საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების ხელშეწყობის მიზნით - ეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია.