EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 23:11:26
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/about_eumm/meet_our_monitors/6125/?month=10&year=2018
 
 უკან

მე გულწრფელად მჯერა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საქართველოში საერთაშორისო წარმომადგენლობის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ‘დამატებითი წვლილი’, არის არა მხოლოდ ჩვენი უნიკალური ‘ადგილზე ყოფნა’ ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს, არამედ სფეროთა მრავალფეროვნება, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ

10.01.2018
რობინ კლაპი, შვედეთი. 

მე უკვე დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ადამიანის უფლებების, გენდერის, განვითარებისა და მშვიდობის საკითხებზე, ჯერ შვედეთისა და იტალიის აკადემიურ დაწესაბულებებში, მოგვიანებით ბელგიისა და დანიის არასამთავრობო ორგანიზაციებში. ყოფილი იუგოსლავიის კონფლიქტების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდი ეუთოს მისიებში ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში და კოსოვოში ადამიანის უფლებათა უფროსი ოფიცერის / მრჩეველის თანამდებობაზე. ცოტა ხნის წინ, მე ვმუშაობდი დამოუკიდებელ კონსულტანტად ისეთ დაწესაბულებებთან, როგორიცაა ევროკავშირი, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო და ეუთო. ძალიან მაინტერესებს სწავლება და ტრენინგი და ასევე ვიმუშავე ინსტრუქტორად ბავშვთა უფლებების პროგრამაში, შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტში ისევე როგორც ჩრდილოაღმოსავლეთ უნივერსიტეტში, ბოსტონში, აშშ.

ვამაყობ, რომ 2016 წლის ნოემბერში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის ადმინისტრაციული საზღვრის საკითხზე მომუშავე ჯგუფის დამკვირვებელი გავხდი. დროთა განმავლობაში გადავედი ჩემს ამჟამინდელ ანგარიშგებისა და ინფორმაციის ოფიცრის თანამდებობაზე მცხეთის რეგიონალურ ოფისში. როგორც თანამდებობის დასახელება მიუთითებს, ეს ძირითადად მოიცავს ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და თუნდაც თემატური ანგარიშების მომზადებას, ისევე როგორც ინფორმაციის მიწოდებას კოლეგებისა და გარე პარტნიორებისთვის. საბოლოო ჯამში, ადმინისტრაციული საზღვრის, შესაბამისობის და ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე დამკვირვებლების საქმიანობა ყველაზე უფრო ღირებულია, როდესაც ჩვენ, საინფორმაციო ანგარიშგების განყოფილებაში ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შევიდეს მაღალი ხარისხის ანგარიშებსა და სხვა დოკუმენტებში ჩვენი პარტნიორებისთვის ევროკავშირიდან.

მე გულწრფელად მჯერა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საქართველოში საერთაშორისო წარმომადგენლობის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ‘დამატებითი წვლილი’, არის არა მხოლოდ ჩვენი უნიკალური ‘ადგილზე ყოფნა’ ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს, არამედ სფეროთა მრავალფეროვნება, რომელსაც წარმოადგენენ სხვადასხვა - საპოლიციო, სამოქალაქო, სამხედრო გამოცდილების მქონე ჩვენი თანამშრომლები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ეს მდიდარი გამოცდილება უკეთესად  გვამზადებს ჩვენი მანდატით გათვალისწინებული ფართო სპექტრის ამოცანების შესრულებისთვის, დაწყებული ადამიანის უსაფრთხოებასა და  სამხედრო ძალებზე და პოლიციაზე დაკვირვებით და დასრულებული, რა თქმა უნდა, ანალიზით და ანგარიშგებით.

დავასრულებ, რომ  ცხადია: უბრალოდ, ხშირად არ შეიძლება გაიმეორო რა პრივილეგია არის საქართველოში, შთამბეჭდავი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაში, მუშაობა. ჭეშმარიტი სითბო, რომელსაც მე ვგრძნობ, მიბიძგებს მინდოდეს გავაკეთო ის რაც კი შემიძლია საქართველოში მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშესაწყობად.