EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 23:11:38
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/about_eumm/meet_our_monitors/6351/?month=10&year=2018
 
 უკან

იყო ნაწილი მისიისა, რომელიც ადამიანებს ეხმარება იცხოვრონ უფრო უსაფრთხოდ, ფასდაუდებელი გამოცდილებაა

29.05.2018
ლუბიცა ჰირკოვა, სლოვაკეთი

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩამოსვლამდე, სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო კრიზისის მართვის სფეროში ვიყავი ჩართული. როგორც მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, პირველ რიგში პასუხისმგებელი ვიყავი სლოვაკეთის პოლიციის ოფიცრების ევროკავშირის, გაეროსა და ეუთო-ს მისიებში წარგზავნაზე, რამაც ასევე მომცა შესაძლებლობა, განმეხორციელებინა ოფიციალური ვიზიტები ამ მისიებში ჩვენი კონტინგენტის მოსანახულებლად. გასული წლის ოქტომბერში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სლოვაკეთის კონტინგენტსა და მისიის ხელმძღვანელის ოფისს ვეწვიე, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი სლოვაკეთის სრული მხარდაჭერა გამომეხატა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შესანიშნავი რეპუტაციით სარგებლობს ჩემს სამშობლოში, დღესდღეობით აქ სლოვაკეთის პოლიციის 16 ოფიცერი მუშაობს. თბილისის სათაო ოფისსა და გორის რეგიონალურ ოფისში ვიზიტი წარმოადგენდა ჩემთვის უშუალო  გამოცდილებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ რეგიონში სტაბილურობის, სანდო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფისა და მხარეებს შორის დიალოგის ხელშესაწყობად შესრულებული მნიშვნელოვანი როლის თაობაზე. ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი, რის შემდეგაც მსურდა ამ პროცესში ჩემი წვლილი შემეტანა. როგორც კი გაჩნდა შესაძლებლობა, შევიტანე განაცხადი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ვაკანსიაზე.

2018 წლის იანვარში მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ჯგუფს შევუერთდი, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. დღემდე, სამუშაოს ყველაზე ნაყოფიერი ნაწილი ჩემთვის ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობაა. დღემდე გაოცებული ვარ იმ ძალითა და გამბედაობით, რომელსაც ადგილობრივები, ბევრი სირთულის მიუხედავად იჩენენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა საქმე გადაადგილების თავისუფლებას ეხება. 

საქართველო საოცარი ქვეყანაა, ულამაზესი ლანდშაფტით, მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხით. იყო ნაწილი მისიისა, რომელიც ადამიანებს ეხმარება იცხოვრონ უფრო უსაფრთხოდ, ფასდაუდებელი გამოცდილებაა.