EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 20:11:06
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/about_eumm/meet_our_monitors/6369/?page=1&year=2018
 
 უკან

ჩემთვის პატივია, რომ ვარ საერთაშორისო მისიის წევრი

31.05.2018
ნილს ჯეგინდი, დანია 

მე დანიიდან ვარ და გამოცდილება მაქვს საჯარო ადმინისტრაციისა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სფეროში. მაქვს დანიაში მიღებული მაგისტრის ხარისხი საჯარო და მუნიციპალურ მართვასა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში.  ასევე დამატებითი მაგისტრის ხარისხი ვარშავაში ევროპის კოლეჯში მივიღე,  სპეციალიზაციით-ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართ. 2011 წლიდან 2012 წლამდე ვარშავაში სწავლის დროს გავეცანი ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში არსებულ მისიებს,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მანდატსა და საქართველოში მის მნიშვნელოვან საქმიანობას.

დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა საჯარო სექტორში დანიასა და ბრიუსელში ევროკავშირის ინოვაციური პროგრამების, პოლიტიკისა და კვლევის სფეროში. ასევე  დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარგზავნით ეუთოში არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით ვუშაობდი. ამ დანიშვნების შედეგად მე ორჯერ ჩამოვედი საქართველოში: ქუთაისსა და სიღნაღში. ამ ვიზიტებმა კარგი შთაბეჭდილება შემიქმნეს საქართველოზე-თავისი ისტორიით, კულტურითა და სტუმართმოყვარეობით-ნამდვილად მომხიბვლელი და უნიკალური ქვეყანაა. ამიტომ, როდესაც  მომეცა შესაძლებლობა,  დამკვირვებლად მემუშავა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში - ვერ შევძელი უარის თქმა ამ შეთავაზებაზე.

2017 წლის ოქტომბერში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისში  ჩამოვედი და მოგვიანებით შევუერთდი რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების  საკითხებზე მომუშავე ჯგუფს. ამაღელვებელი ცვლილება იყო ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების დერეფნებსა და აქ სალაშქრო ჩექმებით,  მისიის სატრანსპორტო საშუალებით რთული რელიეფის მქონე გზით ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ პატრულირებაზე გამგზავრებას შორის. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია, რომ მაქვს პრივილეგია ვიყო მისიის ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად ეხმარება მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრის მცხოვრები მოსახლეობისთვის და  იძულებით გადაადგილებულ პირთათვის.

მოგვიანებით, ჩემი მოვალეობის შესრულებისას დავიწყე რეგიონალურ ოფისში საინფორმაციო ანგარიშგებისა და ღია წყაროების ანალიზის საკითხებზე მუშაობა, რასაც ძალიან საინტერესოდ მივიჩნევდი,  ვინაიდან გიჩვენებს უფრო ფართო სურათს და გიყალიბებს უფრო სიღრმისეულ გაგებას ადგილზე არსებული  ფართო პოლიტიკური, სოციალური და რეგიონალური მოვლენების განვითარებაზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობის ერთ-ერთი უპირატესობა ჩემს კოლეგებთან მუშაობაა. მისიის პერსონალი შედგება ადგილობრივი  თანამშრომლებისგან და 25 სხვადასხვა წევრი ქვეყნის სამხედრო, პოლიციისა და სამოქალაქო გამოცდილების მქონე საერთაშორისო წარმომადგენლისგან. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემი კოლეგების პროფესიონალიზმმა და იმან თუ რამდენად კარგად თანამშრომლობენ და მუშაობდნენ ერთად.