EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 23:11:48
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/about_eumm/meet_our_monitors/6554/?month=8&year=2019
 
 უკან

მუშაობა რეგიონალურ ოფისში მატებს ფერს ჩვენს საქმიანობას

28.01.2019
სანნე ოვერველდე-სლაგმანი, ნიდერლანდები

ვგრძნობ, რომ უკვე საქართველოში ძირფესვიანად დავფუძნდი. ზამთრის ცივ დილას ტრადიციული ქართული სახლიდან  ზუგდიდის რეგიონალურ ოფისში გამოსეირნება მსიამოვნებს. მამლები და ქუჩის ძაღლები დიდი სიხარულით მხვდებიან. სანამ ბოლო მოსახვევში გავიდოდი, ვხედავ ადგილობრივ მცხობელს, რომელსაც თავისი ტანდურის მსგავსი ღუმლიდან  ცხელი ტრადიციული ქართული "შოთის" პური გამოაქვს.

ოფისში, ვმუშაობ ჩემს ძვირფას კოლეგებთან ერთად საინფორმაციო ანგარიშგების  განყოფილებაში, სადაც მე თავს ვუყრი პატრულირების შედეგად და ღია წყაროებისგან მიღებულ ინფორმაციას სხვადასხვა საანგარიშო ინსტრუმენტში. ვმუშაობდი ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ,  სპეციალიზირებული ვარ აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის საკითხებში, განსაკუთრებით კი საქართველოს საკითხებში. შევიტყვე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ისტორიის, მოტივაციისა და აზროვნების შესახებ, როგორც ორმხრივი ურთიერთობებიდან ასევე ევროკავშირის პერსპექტივიდან გამომდინარე.

რეგიონისა და ქვეყნის კარგი ცოდნა, როგორც უცხოელს, მეხმარება ანალიტიკური შეფასებების გაკეთებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის სამუშაო არ არის ჩემთვის ახალი, ეს ჩემი პირველი გრძელვადიანი მისიაა. 2018 წლის ნოემბრიდან ადგილზე ყოფნისა და პატრულირებისას ადგილობრივებთან საუბრის შედეგად ბევრი ახალი იდეა გამიჩნდა. ყოველივე ეს მატებს ფერსა და შიგთავსს იმას თუ როგორ ვმუშაობთ და გვეხმარება, გავაღრმავოთ ანალიზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინტერესთა სფეროებში.

ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალების ნაზავი (სამოქალაქო პირები, პოლიციელი, სამხედრო და მეზღვაურების პერსონალი) შთამბეჭდავი და ეფექტურია: ერთად შეგვიძლია სამუშაოს შესრულება. უფრო მეტიც ... მათ პირველივე დღიდან მაგრძნობინეს თავი როგორც საკუთარ სახლში  ზუგდიდსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.