EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 04:11:02
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/about_eumm/meet_our_monitors/6559/?page=2&year=2019
 
 უკან

არასოდეს თქვა არასოდეს

30.01.2019
რაიტის ტილიკსი, ლატვია

შეუძლებელი არაფერია. კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და დასავლეთ ბალკანეთში  ევროკავშირის სხვადასხვა ოპერაციაში ვმსახურობდი. ჩემმა დიდმა და მრავალფეროვანმა გამოცდილებამ მასწავლა რომ შეგვიძლია დადებითი გავლენა მოვახდინოთ მდგომარეობაზე. მე ვარ ცხელი ხაზის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირი/ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეკავშირე ოფიცერი და ნამდვილად მჯერა, რომ ადამიანის ღირებულებები ქმნის კონფლიქტის მოგვარების  მშვიდობიანი გზის საფუძველს. ეს ასევე შეიძლება მოხდეს საქართველოშიც.

ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სასაზღვრო ოფიცრის რანგში 27 წლის განმავლობაში ვმსახურობდი. ამ გამოცდილებამ მასწავლა ადამიანური ღირებულებების (არა პრინციპების) გაცნობიერება, რომლებიც აუცილებელია ნდობის აღდგენისა და ურთიერთნდობისათვის ისეთ სიტუაციებში როგორიც პოსტკონფლიქტურ საქართველოშია.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანური ღირებულებები. ამ მხრივ მაქვს პატივი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნაწილს წარვადგენდე. დინამიურ გარემოში მე ვმუშაობ სამართლიანად, ობიექტურად და მიუკერძოებლად.

იმედი მაქვს, რომ ცხელი ხაზი კომუნიკაციების დადებითი შედეგების რაოდენობას მუდმივად გაზრდის. მჯერა, რომ ცხელი ხაზის მხარეების მიერ მიღებულმა პოზიტიურმა შედეგებმა სტრატეგიულ დონეზე შესაძლოა უფრო დადებითი დინამიკის მხარდაჭერა შეძლოს. ვიმედოვნებ, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარის მოსახლეობა ერთ დღეს  რეალისტური იმედით იტყვის: "არაფერია შეუძლებელი, ვინაიდან ყველაფერი შესაძლებელია".