EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 06:11:50
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/about_eumm/meet_our_monitors/6563/?page=1&year=2019
 
 უკან

საქართველოში თითქოს საკუთარ სახლში დავბრუნდი

30.01.2019

ალესანდრო ბარტოლინი, შვედეთი

ევროკავშირის მისიაში პირველად ვარ, საქართველოში კი ადრეც მიმუშავია. ჩემი წარსული გამოცდილება ჰუმანიტარულ სფეროს უკავშირდება. 2004 – 2005 წლებში ცხინვალში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში ვმუშაობდი. საქართველოს გარდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში მიმუშავია, კერძოდ რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში. ჩემთვის ეს ერთგვარი სახლში დაბრუნებაა, ვინაიდან ამ ქვეყნისადმი ყოველთვის თბილი გრძნობები გამაჩნდა. სამოქალაქო მისიაში მუშაობისას ჩემთვის სიახლე ისაა, რომ იერარქიული ჯაჭვი აქ გაცილებით უფრო ვერტიკალურია, ვიდრე ჩემთვის ჩვეულ გარემოში და რადიკალურად განსხვავდება ჩემი ბოლოდროინდელი გამოცდილებისგან, რომელიც ოდესაში (უკრაინა) ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში მუშაობისას მივიღე.

ვთვლი, რომ მისიის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია ძირითადად სტაბილიზაციის თვალსაზრისით. ამის უპირველესი მიზეზია უბრალოდ მისი ქვეყანაში ყოფნის ფაქტი, ხოლო მეორე მიზეზი კი ის, რომ იგი კონფლიქტის მხარეებს შორის კომუნიკაციის ერთადერთი არხის ფუნქციას ასრულებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მეშვეობით. გორის რეგიონალურ ოფისში პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობის მანძილზე შევძელი, საკმაოდ კარგად გავცნობოდი პასუხისმგებლობის არეალს. უამრავი რამ შევიტყვე მისიის აღჭურვილობის, კარტოგრაფიისა და... ავტომობილით გადაადგილებისას ტალახში გაჭედვის საშიშროების თავიდან არიდების შესახებ!

იმედი მაქვს რომ უახლოეს თვეებში მზად ვიქნები , შევუდგე დამატებით მოვალეობების შესრულებას და მისიას ჩემი გამოცდილება და უნარები შევმატო.