EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 17:11:31
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/about_eumm/meet_our_monitors/6581/
 
 უკან

მრავალფეროვნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთერთი ძლიერი მხარეა

07.02.2019
იუჰო რომპაინენი, ფინეთი

მე ვარ იუჰო რომპაინენი ფინეთიდან. ვსწავლობდი თანამედროვე ისტორიას ტურკუს უნივერსიტეტში და ჰელსინკის უნივერსიტეტში და დავასრულე სამაგისტრო პროგრამა რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელ მეცნიერებაში კავკასიისა და ცენტრალური აზიის განხრით ჰელსინკის უნივერსიტეტთან არსებულ ალექსანტერის ინსტიტუტში. 

უკანასკნელი ცხრა წელიწადნახევრის მანძილზე ფინეთის საჯარო სექტორში იმიგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებზე ვმუშაობდი. ეს ჩემი სამუშაოს მნიშვნელოვანი ასპექტი იყო. იმიგრაციის საკითხებზე მუშაობა თავის თავში ისედაც მოიცავს საერთაშორისო ასპექტს. ასევე მიღებული მაქვს მონაწილეობა  ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში საქართველოსა და უკრაინაში.

საერთაშორისო მისიებში მუშაობის ერთერთ საუკეთესო ასპექტად სხვადასხვა ეროვნებების წარმომადგენელ და გამოცდილების მქონე ადამიანებთან მუშაობა მიმაჩნია, რაც ჩემი აზრით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთერთი ყველაზე ძლიერი მხარეა.

სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს პრობლემატიკაზე მუშაობა მიხდებოდა როგორც საწვლის პერიოდში, ისე სამსახურში. აქედან გამომდინარე,  დიდი ხანია დაინტერესებული ვარ საქართველოთი და ძალიან მოხარული ვიყავი, როცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში სამუშაოდ მომიწვია. საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში ჩამოსვლისთანავე ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის პატრულირების ჯგუფს მიმამაგრეს. პირველი რამდენიმე თვე ჩემთვის ძალიან დაკავებული პერიოდი იყო და დიდი რაოდენობის ინფორმაცია მქონდა ასათვისებელი.   

ჩვენ, მისიის წევრები, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ევროკავშირს წარმოვადგენთ. ვთვლი, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რომ ყოველივე ამის ნაწილი ვარ. ამასთან, ვარ რა არამთაგორიანი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც უყვარს მთა, დიდ სიამოვნებას მანიჭებს დიდი კავკასიონის მთისწინეთში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის პატრულირების ჯგუფთან ერთად პატრულირება.