EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 00:11:36
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1029/?month=12&year=2009
 
 უკან

მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე

10.02.2009
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, საქართველოში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დღეს, 10 თებერვალს, სახელწოდებით საქართველოს ევროპული გზა, კონფლიქტის მოგვარება, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები, თბილისში გაიმართა.

მაღალი რანგის კონფერენცია ექვს თვეში ერთხელ იმართება და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულებას აფასებს. გამომსვლელებს შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა ევროპის საბჭო, ევროკომისია, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დელეგაციები და ეუთო.

საქართველოს ადმინისტრაციიდან, წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ცხრა ქართველი მინისტრი და საქართველოს პარლამენტის, სასამართლოს, სახალხო დამცველის და სამხრეთ ოსეთის დროებითი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები. ქართველმა ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაციის პრიორიტეტები თითქმის ეგზისტენციალური მნიშვნელობის გახდა. ევროკავშირი მშვიდობის, დემოკრატიის, განვითარების, სტაბილურობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტად აღიქმება. საქართველოს მთავრობა მიესალმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის ევროსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საქართველო სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას.

შუადღეს გამართულ კონფლიქტის მოგვარების სესიაზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ბ-ნ ჰანსიორგ ჰაბერმა, მისიის მიერ სხვადასხვა ქართულ სამინისტროებთად დამყარებულ ურთიერთობებზე, მისიის მანდატზე, მიღწევებზე, ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე, მისიის სწრაფ გამოგზავნასა და რუსული ძალების გასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა ის ფაქტი, რომ მრავალმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე მიდამოებში საკუთარ სახლში დაბრუნება შეძლო. მან დასძინა, რომ „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იანვარში ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. ეს ცალმხრივი ნაბიჯი იყო, რომელიც სრულიად საქართველოს უსაფრთხოებას აძლიერებს. ეს გულისხმობს, რომ საქართველო ვერ შეძლებს სიტუაციის ესკალაციისათვის საჭირო ძალის კონცენტრირებას ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს. ჩვენ ასევე დავიწყეთ მოლაპარაკება კონფლიქტის პრევენციის მექანიზმზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს, აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთთან ერთად, საპოლიციო ძალებს შორის ახლო თანამშრომლობის, ცხელი ხაზების დაარსების და საგანგებო შემთხვევების დროს კონტაქტების გაუმჯობესების კონკრეტულ ნაბიჯებამდე მიგვიყვანს. ამჟამად ეს მექანიზმი ჟენევის პროცესის ნაწილია და 17 და 18 თებერვალს ვნახავთ თუ რა შედეგს მივიღებთ. მომავალში გაურკვევლობის პერიოდი გველოდება, არ ვიცით რა ბედი ეწევა საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს მანდატებს და ჟენევის მოლაპარაკებებს, მაგრამ ნაადრევი იქნება იმის თქმა, რომ თებერვლის ბოლოს ყველაფერი გაირკვევა და შესაძლოა სიტუაცია მეტად მსგავსი იყოს ამჟამად არსებული მდგომარეობისა,“ ბ-ნ ჰაბერმა განაცხადა.

„საბოლოო განხილვის საგანად შეკითხვა, რომელსაც ჟურნალისტები ყოველთვის მისვამენ: როდის გექნებათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლის უფლება? ჩვენ ვართ შეუიარაღებელი, სამოქალაქო მისია. ჩვენ „ვაკაკუნებთ კარებზე“ და გარკვევით ვაცხადებთ, რომ ჩვენი მანდატი მთელ საქართველოს მოიცავს... ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოება ადმინისტრაციულ საზღვართან ყველა მხარის თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს... „დე ფაქტო მთავრობები“ დაინტერესებულნი უნდა იყვნენ ამაში. თუ ეს ასე არ არის ეს უსაფრთხოებისა და პასუხისმგებლობის მათ აღქმაზე საუბრობს. თუ შევძლებთ მათთან თანამშრომლობას, ჩვენ პოლიტიკური მოსაზრებებისაგან თავისუფალი ნეიტრალური ძალა ვიქნებით ადგილზე. ის რასაც ევროკავშირი საქართველოსათვის ახორციელებს მნიშვნელოვანია სამ ასპექტში: დე ფაქტო ტერიტორიების არაღიარება, ჟენევის მოლაპარაკებები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

რთულია არ დავაფასოთ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს დე ფაქტო ტერიტორიების არაღიარების ელემენტი. აქ სტატუსის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის ელემენტები მოქმედებს. საქართველომ ყველას ერთად თანაცხოვრების მოტივაციის შემუშავების უკეთესი ალტერნატივების შექმნით, აქტიური გამთლიანების პოლიტიკა დამოუკიდებლად უნდა განახორციელოს. მოცემული დებატები სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ინსტიტუტების და მთავრობის მონაწილეობით ამ კონტექსტში უნდა განხორციელდეს. შესაძლოა ახლა, კონფლიქტის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ, ჯერ ისევ მეტად ადრეა“.

კონფერენციის შემდეგ ბ-ნ ჰაბერს ბევრი შეკითხვა დაუსვეს, მათ შორის ექვსპუნქტიანი შეთანხმების არშესრულებაზე, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაზე. ბ-ნ ჰაბერმა 8 ოქტომბერს რუსეთის გასვლის პოზიტიურ ასპექტზე ისაუბრა. ასევე იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირის სადამკვირცებლო მისია კონცენტრაციას უსაფრთხოების ადგილზე შექმნაზე ახდენს, მაშინ როდესაც სტატუსის საკითხები სხვაგან განიხილება.

ეუთოს დამკვირვებლების დღევანდელ დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ბ-ნ ჰაბერმა მიუგო, რომ „მათი განთავისუფლების ცნობა კარგი ამბავია, საჭიროა გავეცნოთ სრულ სურათს სანამ დამატებით კომენტარს გავაკეთებდეთ. ეუთოს დამკვირვებლები ექსპერტები არიან, ისინი მეტად დიდი ხანია მუშაობენ ამ ტერიტორიაზე და ზედმიწევნით კარგად იცნობენ გზას და დარწმუნებული ვარ ადმინისტრაციული საზღვრის თითოეულ ინჩს.

ინციდენტზე განცხადების გაკეთება ეუთოს საქმეა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ მათ მსგავს საქმიანობას ვეწევით და მათთან პროფესიული სოლიდარობა გვაკავშირებს.“