EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 23:11:45
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1055/?month=12&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ნატოს დელეგაცია ეწვია

17.02.2009
სამშაბათს, 17 თებერვალს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს, ცენტრალური აზიისა და კავკასიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, რობერტ სიმონსის ხელმძღვანელობით, ნატოს დელეგაცია ეწვია. დელეგაციას მეკავშირე ოფიცრებიც ახლდნენ. მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ჟილ ჟანვიემ, მისიის საქმიანობასა და ადგილზე არსებულ გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. გენერალმა ჟანვიემ მისიის მანდატის ფარგლებში ნორმალიზაციასთან, სტაბილიზაციასა და ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით განხორციელებულ საქმიანობას გაუსვა ხაზი. მან კონფლიქტის ყველა მხარესთან რეგულარული კონტაქტების დამყარბის ძალისხმეავზე გაამახვილა ყურადღება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ნდობის აღდგენისკენ მიმართული საქმიანობა ყველა საგუშაგოს, საქართველოს პოლიციისა და სპეცდანიშნულების დანაყოფების მდგომარეობის მონიტორინგს მოიცავს. მეტად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, იანვარში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმია. საოპერაციო განყოფილების მოადგილემ ურთიერთგაგების მემორანდუმის დეტალებსა და ადგილზე მის განხორციელებაზე ისაუბრა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთ ძირითად საზრუნავად ის ინციდენტები რჩება, რომელთაც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქვს ადგილი. საუბედუროდ, ხშირად არ არსებობს ნათელი მტკიცებულება თუ ვინ არის დამნაშავე. მისიას ადგილობრივი მოსახლეობის, საქართველოს პოლიციისა და სამინისტროების მიერ მიწოდებულ ინფორმაციზე უწევს დაყრდნობა. ინციდენტების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმის მეშვეობით, მისიას სურს შესაძლებლობა ჰქონდეს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს, ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან უფრო დეტალური ინფორმაცია შეაგროვოს.

ნატოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობის სურვილს და მეტად დადებითად შეაფასა მისიის საქმიანობა.