EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/11/2024 00:11:36
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1056/?page=9&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის მისიამ მისი მე-2000 საპატრულო გასვლა განახორციელა.

17.02.2009
სამშაბათს, 17 თებერვალს, მას შემდეგ, რაც ოთხნახევარი თვის წინ, 2008 წლის 1 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში საქმიანობა დაიწყო, მისიამ მისი მე-2000 საპატრულო გასვლა განახორციელა. დასაფასებელია, რომ გასულ თვეებში არსებული ცვლილებებისა და გამოწვევების მიუხედავად, სადამკვირვებლო ჯგუფებმა თავიანთი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვა განაგრძეს. არსებობდა პრობლემები მისიის სწრაფ გამოგზავნასთან, რეგიონალური ოფისების მდებარეობის ცვლილებასთან და ახლახან, როტაციის შედეგად, 68 ახალი დამკვირვებლის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ამ მოვლენების მიუხედავად, მისიის სადამკვირცვებლო საქმიანობა გრძელდებოდა.

ახალი დამკვირვებლების ჩამოსვლასთან ერთად შეიცვალა პირვანდელი ეროვნული კონტიგენტების კონცეფცია. ჩვენი მანდატის სრულად განსახორციელებლად და თანამშრომელთა გამოცდილების საუკეთესოდ გამოსაყენებლად, ამჟამად რეგიონალური ოფისები სხვადასხვა ქვეყნებიდან შერეული გამოცდილების მქონე ექსპერტებით არიან დაკომპლექტებულნი, რაც საშუალებას გვაძლევს ყოველ საკითხზე შესაბამისი გამოცდილების მქონე თანამშრომლები ჯეროვნად გავანაწილოთ.

იმ ახალი რესტრუქტურიზაციის ფარგლებში რომელიც მისიის ოთხ: თბილისის, გორის, ხაშურის და ზუგდიდის რეგიონალურ ოფისში განხორციელდა, საპატრულო ჯგუფები სამ ფუნქციურ სფეროდ არიან დაყოფილნი:

•    ჰუმანიტარული/იძულებით გადაადგილებული პირები
•    საპოლიციო/სასამართლო/ადამიანის უფლებები
•    სამხედრო

წინასწარი ანგარიშების მიხედვით ახალი სისტემა კარგად მუშაობს. მონიტორინგი და ანგარიშების წარდგენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წამყვანი ფუნქციებია. უდაოა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე მიდამოებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასამყარებლად, ჩვენი დამკვირვებლები უფრო მეტ დღის და ღამის პატრულირებას განახორციელებენ.