EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 20:11:54
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1176/?page=6&year=2009
 
 უკან

ნორმალიზაციისაკენ მიმართული საქმიანობის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კონცენტრაციას გენდერულ საკითხებზე ახდენს

31.03.2009
ნორმალიზაციისაკენ მიმართული საქმიანობის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გენდერულ საკითხებს ყურადღების ცენტრში  აქცევს. ეს საგანგებოდ შერჩეული ქმედებებით და ღონისძიებებით ხორციელდება, რაც ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებსა და არსებულ დახმარების მექანიზმებზე ინფორმაციის გავრცელებას  ისახავს  მიზნად.

აგვისტოს კონფლიქტი, კოლექტიურ ცენტრებში იძულებით გადაადგილებულ პირთა  საცხოვრებელი პირობები და ამასთან, განსაკუთრებით საქართველოს სანაპირო ზოლის მიდამოებში, ადამიანებით ვაჭრობა, უმეტეს შემთხვევაში  უფრო მეტად ქალებზე მოქმედებს და წარმოშობს პრობლემებს, რომლებიც  გენდერული საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებით უნდა მოგვარდეს.

მისიის რეგიონში მომუშავე დამკვირვებლების რაოდენობიდან და პატარა სოფლებსა და შორეულ ადგილებში მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტის არსებობიდან გამომდინარე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიზნად ისახავს წამყვანი როლი ითამაშოს კონკრეტულ შემთხვევებსა და ტენდენციებზე ინფორმაციის შეგროვებაში. ეს ინფორმაცია ადგილობრივ ხელისუფლებას, ეროვნულ და საერთაშორისო სააგენტოებს გადაეცემათ. მოცემული შექმნის უფრო ეფექტიან და სანდო ინფორმაციის გადაცემის მექანიზმებს და გააუმჯობესებს ინფორმაციის გაცვლას, როგორც შესაბამის სააგენტოებს, ასევე სააგენტოებსა და მოსახლეობას შორის.



ბუკლეტი გენდერულ საკითხებზე