EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 09:11:21
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1196/?page=13&year=2009
 
 უკან

გაიმართა პირველი შეხვედრა ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში

24.04.2009
ჟენევაში, 18 თებერვალს შეთანხმებული დოკუმენტის საფუძველზე, 23 აპრილს, ერგნეთში, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ბლოკ-პოსტებს შორის, გაიმართა პირველი ინციდენტების პრევენციის მექანიზმის მოსამზადებელი შეხვედრა. შეხვედრაში, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ ორგანიზება გაუწიეს, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბ-ნი შოთა უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, რუსულ დელაგაციას – გენერალი ანტონოვი, რუსეთის სახმელეთო ძალების სარდლის მოადგილე, სამხრეთ ოსეთის დელეგაციას – ბ-ნი მერაბ ჩიგოევი, პოსტ-კონფლიქტური დარეგულირების საკითხებში საგანგებო წარმომადგენლის მოადგილე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დელეგაცია – ბ-ნი ჰანსიორგ ჰაბერი, მისიის ხელმძღვანელი, ეუთოს დელეგაცია – ბ-ნი პასკალ ჰეინმენი, ვენაში არსებული კონფლიკტების პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე.

ჟენევის ხელშეკრულების თანახმად, პირველ შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდგომი შეხვედრების ორგანიზების პროცედურული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეხვედრების მდებარეობის, სამუშაო ენების, დღის წესრიგის, შეხვედრების თავმჯდომარეობისა და მომავალი შეხვედრების კალენდრის საკითხებს. აგრეთვე განხილული იყო ცხელი ხაზის ფუნქციონირების საკითხი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მხარეებს შორის ინფორმაციის სწრაფ გაცვლას. ყურადღება გამახვილდა ერთობლივ ვიზიტებზეც. იმის გათვალისწინებით, რომ პროცედურული საკითხები რჩება ღიად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავ შეხვდებიან მაისის დასაწყისში თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მიუხედავდ იმისა, რომ შეხვედრა გაიმართა კარავში, რთული ამინდის პირობებში, მხარეები მიესალმენ ღონისძიებას, როგორც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს და შეთანხმდნენ, რომ ინციდენტების პრევენციის მექანიზმმა ერთის მხრივ ხელი უნდა შეუწყოს უსაფრთხოებას იმ ტერიტორეიბზე, რომლებიც აგვისტოს დასაწყისში დაზარალდა, ხოლო მეორეს მხრივ ხელი შეუწყოს სამოქალაქო მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.

შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა გააკეთა შემდეგი კომენტარი:

"დღეს ჩვენ შევხვდით ჟენევის მექანიზმით გათვალისწინებულ ყველა მხარეს. ჩვენ განვიხილეთ პროცედურული საკითხები. ჩვენ ვერ შევძელით ყველა საკითხზე შეთანხმება, თუმცა შევთანხმდით რომ დავბრუნდებით საკუთარ დედაქალაქებში და ვეცდებით ვიყოთ უფრო კომპრომისულები ამ საკითხებთან მიმართებაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მექნიზმის ამუშავებაში გვაქვს საერთო ინტერესი და დავგეგმეთ შემდეგი შეხვედრის დროის ინტერვალი მაისისთვის. ვფიქრობ, მიუხედავად სირთულეებისა რომლებსაც წავაწყდით, შეხვედრაზე არსებობდა საერთო განცდა, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ მექანიზმის ცხოვრებაში გატარება – მუშა მექანიზმის არსებობა არის სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებში ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს და, მიუხედავად პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული სირთულეებისა, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.”