26 აპრილს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს სტუმრად ეწვია ადამიანის უფლებათა დაცვის ჰავიერ სოლანას პირადი წარმომადგენელი ქალბატონი რიინა კიოლკა და მისიის თანამშრომლებისგან ადამიანიას უფლებათა დაცვის შესახებ ზოგადად საქართველოში და კერძოდ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
ქალბატონი კიონკა სოფელ კოშკას ესტუმრა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტარციულ საზღვართან მდებარეობს და შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას. ვიზიტი შემდგომ წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ დასახლებაში გაგრძელდა, სადაც ქალბატონი კიონკა რამოდენიმე მოსახლეს ეწვია და დევნილთა და განთავსების მინისტრის მოადგილეს შეხვდა, რომლის საშუალებითაც მიიღო ინფორმაცია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი დახმარების შესახებ.
ქალბატონ კიონკას საშუალება ჰქონდა ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების სამომავლო შესაძლებლობებს გაცნობოდა.