EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 09:11:54
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1255/?page=15&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის დღეს აღნიშნავს

04.05.2009

ევროკავშირის დღე მთელს ევროპაში აღინიშნება 1950 წლის 9 მაისის მოსაგონებლად, როდესაც რობერტ შუმანმა ევროკავშირს ჩაუყარა საფუძველი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობაზე მიმართული მთელი რიგი საინტერესო ღონისძიებებით, კონფერენციებითა და პრეზენტაციებით ოთხივე რეგიონალურ ოფისში აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩი ჰანსიორგ ჰაბერის მონაწილეობით თბილისის რეგიონალურ ოფისში (მცხეთა) 24 აპრილს დაიწყო.

27-დან 29 აპრილის ჩათვლით, გორის, ხაშურისა და ზუგდიდის რეგიონალური ოფისები ევროკავშირის დღეს რიგი ღონისძიებებით აღნიშნავდნენ. მათ შორის იყო ქალაქის ცენტრში საინფორმაციო სტენდების განთავსება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისების დასათვალიერებლად ადგილობრივი სკოლების მოწვევა, ბავშვებისათვის კლოუნთა წარმოდგენების მოწყობა, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის სოცილური ღონისძიებების, პრეს-კონფერენციებისა და სხვა საზოგადო ღონისძიებების ორგანიზება.

თბილისის რეგიონალურმა ოფისმა მცხეთის სამი სხვადასხვა სკოლის 40 მოსწავლისათვის თამაში „სავარჯიშო თანამშრომლობაზე“ მოაწყო. მოსწავლეები ოთხ გუნდად იყვნენ დაყოფილნი და ქაღალდის, მუყაოს, საღებავებისა და პლასტილინის გამოყენებით ააშენეს და შეღებეს ქალაქი. ზეიმი საფეხბურთო მატჩით გაგრძელდა, სადაც ერთმანეთს მისიის დამკვირვებლები და მცხეთის პოლიციის გუნდები შეხვდენენ. საღამო სვეტიცხოვლის ეკლესიის მგალობელთა კონცერტით დასრულდა. გორში მისიამ საინფორმაციო სტენდი ქალაქის ცენტრში, სტალინის მოედანზე განათავსა. ბავშვებმა, რომლებიც სტენდის დასათვალიერებლად მოვიდნენ, ხატვის შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ზოგადად ევროკავშირის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. ევროკავშირის შესახებ დისკუსიები უფროსი კლასის მოსწავლეებთან ერთად მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრის ფორმატში გაიმართა. დღე სადილით დასრულდა, რომელზეც ადგილობრივი ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი. ხაშურში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისი საზოგადოებისათვის ერთი დღით ღია იყო. მისიის ოფისს 8 ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ და ევროკავშირისა და მისიის შესახებ თავიანთი ცოდნის გამოსავლენად შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა. ადგილობრივი ხელისუფლება მიწვეულ იქნა მისიის შესახებ პრეზენტაციაზე დასასწრებად. ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმაც გაუღო კარი საზოგადოებას, ქალაქის ცენტრში განათავსა საინფორმაციო სტენდები, ბავშვები კლოუნთა წარმოდგენაში ჩართო და ადგილობრივი ხელისფლება სადილზე მიიწვია.

ყველა აღნიშნული ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კარგად იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სრულად დაუჭირა მხარი რეგიონალური ოფისების საქმიანობის ორგანიზებას. მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, საკუთარი ხარჯებით, მთელი ქალაქის მასშტაბით, ევროკავშირის დროშების აღმართვა უზრუნველყო. აღნიშნულმა ღონისძიებებმა აჩვენა, რომ ევროკავშის სადამკვირვებლო მისიამ ადგილობრივად დიდი მოწონება და ნდობა დაიმსახურა, რაც მისიის უკეთ გაცნობას და მისდამი ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს.