EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 00:11:12
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1278/?month=12&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სტუმრად ნატოს დელეგაცია ეწვია

06.05.2009
ოთხშაბათს, 6 მაისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს სტუმრად ნატოს დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზეზი ნატოს წვრთნების ჩატარება იყო, რომელიც წელს იმართება საქართველოში და ნატოს პარტნიორობის პროგრამის ნაწილს წარმოადგენს. მრავალრიცხოვანი დელგაცია ნატოს პარტნიორობის ქვე-კომიტეტის 13 წარმომადგენლისგან შედგებოდა, ხოლო მონაწილე წევრები კი შემდეგი ნატოს წევრი ქვეყნებიდან იყვნენ: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, თურქეთი და რუმინეთი.

დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა, საოპერაციო განყოფილების უფროსის მოადგილემ და სამხედრო საკონტაქტო ოფიცერმა მიიღო და მისიის ადგილზე საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ გაესაუბრა. საოპერაციო განყოფილების უფროსის მოადგილემ მისიის მანდატის ფარგლებში ნორმალიზაციის, სტაბილიზაციისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით განხორცილებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა კონფლიქტის ყველა მხარესთან რეგულარული კონტაქტების დამყარების მცდელობებს; ასევე ისაუბრა ვროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ნდობის აღდგენისაკენ მიმართული მცდელობების შესახებ ყველა საკონტროლო პუნქტების მონიტორირებისა და ქართული პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების პოლიციის ძალების დანაყოფებში მიმდინარე მდგომარეობის დაკვირვების შესახებ. მეტად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს თავდავცის სამინისტროსთან იანვარში უერთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა იყო. სამხედრო მრჩეველმა სტუმრებს მემორანდუმის დეტალები და ადგილზე მისი განხორცილების მექანიზმი გააცნო.

მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ადგილზე არსებულ სამ საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, როგორიცაა გაერო, ეუთო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მიმდინარე ურთიერთთანამშრომლობას. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთავარი საზრუნავი საქართველოში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობაა. მისიის ხელმძღვანელმა მისიის მიმართ ქართველების დადებითი განწყობაც აღნიშნა.

მიუხედავად ამისა, ის ინციდენტები, რომლებიც ადმინისტარციული საზღვრის გაყოლებაზე ხდება ისევ და ისევ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად რჩება. სამწუხაროდ, ხშირად არ მოიპოვება იმის ნათელი მტკიცებულება თუ ვინ არის ამ ინციდენტებზე პასუხისმგებელი. ევროკავშირის სადამკვირებლო მისია იძულებულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისგან, ასევე ქართული პოლიციისა და სახელმწიფო მინისტრებისგან მიღებულ ინფორმაციას დაეყრდნოს. ამიტომ, მისიას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარის ხელისუფლებისგან მეტი დეტალების შეგროვების საშუალება მოპოვება სურს ინციდენტთა პრევენციის მექანიზმის მეშვეობით.

ნატოს დელაგაციამ დასვა რიგი კითხვები, რომლებიც ეხებოდა: ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების რუსეთის მხრიდან შესაძლო დაუმორჩილებლობას; ევროკავშირის შესაძლო გაფართოებას და მისი გლობალურობის მიღწევას. დელეგაცია ასევე დაინტერესდა იმ მიმდინარე მოვლენებით რასაც ადგილი აქვს საქართველოში და იმით, თუ ისინი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე ახდენს ზეგავლენას. მათ ასევე იკითხეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კოლეგების შესახებ ბრიუსელში, რომლებსც მისიისგან მოხსენებები ეგზავნებათ; რუსების მიერ საზღვერბის გაკონტროლების თავიანთ ხელში აღების შესახებ; მისიის მანდატის განვითარებისა და იმის თაობაზე, რომ თუ წარმოადგენს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის ნაწილს ქართველების მიერ კონფლიქტის განახლების პრევენცია. სხვა საკითხები წამოიჭრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხარჯებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისათვის ეუთოს ამჟამინდელ მოვალეობათა შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით; ასევე წამოიჭრა საკითხი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიათან (UNOMIG) ურთიერთობის შესახებ. ნატოს ჯგუფმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნატოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობის სურვილს, აღიარა და შეაფასა მისიის საქმიანობა.