EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
15/11/2024 02:11:31
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1461/?page=5&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ეწვია

20.05.2009
ოთხშაბათს, 20 მაისს შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფედერალური განყოფილების სახელმწიფო მდივანი, ბატონი მიშელ ამბალი სტუმრად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს ეწვია. მას თან ახლდა საგარეო საქმეთა ფედერალური განყოფილების კოორდინატორი ბატონი ნორბერტ ბარლოკერი და შვეიცარიის ელჩი, მისი აღმატებულება ლორენცო ამბერგი.

დელაგაციას შეხვდა და გაესაუბრა მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ჟილ ჟანვიე, ინფორმაციისა და მოხსენებათა განყოფილების ხელმძღვანელი და პოლიტიკური მრჩევლი. ბრიფინგი ინფორმაციისა და მოხსენებათა განყოფილების ხელმძღვანელის მიერ გამართული მისიის ზოგადი პრეზენტაციით დაიწყო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს ეხებოდა. პრეზენტაციისას სხვა მრავალთან ერთად იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები იქნა განხილული; ასევე განიხილეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობათა რიცხვი, საქართველოს გეოგრაფია, რუსეთის ფედერაციასთან, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან კონტაქტების პროცედურები, განსხვავება რუკებში, სოფელ პერევის საკითხი და ტერიტორიალური ინტეგრიტეტის კონცეპცია.

პრეზენტაციის შემდეგ, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, შვეიცარიელ სტუმრებს სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატისა და რეგიონში არსებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ უფრო ვრცლად ესაუბრა.