EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 07:11:44
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1494/?page=4&year=2009
 
 უკან

ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა „პოზიტიური“ იყო და „წინგადადგმულ ნაბიჯს“ წარმოადგენს - აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰაბერი

29.05.2009
ჟენევის მოლაპარაკებისას მიღებული ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 29 მაისს, პარასკევს, დვანში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს, რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას ორგანიზებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია უწევდნენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა მოგვიანებით განაცხადა:
„ეს გახლდათ მეტად პოზიტიური შეხვედრა. ვფიქრობ, იგი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგანაც არსებით საკითხებზე საუბრის საშუაელბა მოგვეცა. წამოვჭერით კონკრეტული საკითხები, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ზონებში გადაჭრას საჭიროებს. გარდა ამისა, გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება საზღვრის ორივე მხარეს სასაფლაოებისა და ხალხისათვის წმინდა ადგილების თაობაზე. ასევე განვიხილეთ იმ ადამიანების პრობლემები, რომელთაც საზღვრის მეორე მხარეს საკუთარი საქონლისა და მინდვრების მოვლა-პატრონობა სურთ. მათ უნდათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ საზღვრის გადაკვეთა და უკან დაბრუნება მათთვის უსაფრთხო იქნება. წამოიჭრა ახალგორის გაზით უზრუნველყოფის საკითხიც და ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ყველა მხარემ გააცნობიერა ამ შეხვდერების საშუალბით ადგილზე არსებული პრაქტიკული სადაო საკითხების მოგვარების შესაძლებელობა“.

მაგრამ შეხვედრამ ვერ შეძლო ყველა პროცედურული სირთულის გადაჭრა, როგორიცაა შემდეგი შეხვედრების თავმჯდომარეობის და ადგილმდებარეობის საკითხი. თუმცა, მხარეები მომდევნო შეხვედრის სავარაუდო დღეზე, 11 ივნისზე, მაინც შეთანხმდნენ. ელჩმა ჰაბერმა განაცხადა:
„ჩატარდება თუ არა მომავალი შეხვედრა დანამდვილებით ვერ ვიტყვით, მაგრამ ამგვარი საქმიანობის გაგრძელების მოტიცავია ყველა მხარისგან არსებობს. ეს პროცედურული სირთულეების გადაჭრაში დაგვეხმარება. ... ვიმედოვნებ, რომ პროცესის გასაგრძელებლად აღარ დაგვჭირდება ჟენევის ჩარევა და თავად შევძლებთ საკუთარი ძალებით წინსვლას“.