EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 00:11:37
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1549/?month=12&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულებს საფრანგეთის, პოლონეთის და ბულგარეთის ავტომანქანების შეცვლის გამო ახალი გარეგნული იერი აქვთ

25.06.2009
ორშაბათი 21 ივნისი აღსანიშნავი დღე იყო იმით, რომ ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანები ბოლოჯერ შეამჩნევდნენ ფრანგულ პანჰარდს, პოლონურ ძიკს ანდა ბულგარულ სამხედრო-მწყვანე ფერის G კლასის მერსედეს, რომლებიც  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის პასუხისმგებლობაში მყოფი  ტერიტორიის პატრულირებას ახდენდნენ. დაჯავშნული ავტომანაქანების ფლოტი, რომელიც გორის რეგიონალურ ოფისში იყო დაბანაკებული, შედგებოდა 8 პანჰარდის, 6 ძიკის, 1 მერსედესისა და 1 დანიური ტოიოტა ლენდკრუიზერისგან. მათ პატრულირებისთვის  მისიის დაწყებიდანვე, 2008 წლის ოქტომბრიდან, იყენებდნენ.

ახლა ეს ავტომანქანები ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერის მარკის თეთრი დაჯავშნული ავტომანქანებით  შეიცვალა, რომლებიც 4.5 ტონას იწონის და მათი მართვისათვის გარკვეულ უნარია საჭირო. ამიტომ, მძღოლებმა დამატებითი გამოცდა უნდა ჩააბარონ რათა  ავტომანქანების უსაფრთხოდ მართვა შეძლონ.

„ძველი“ დაჯავშნულ მანქანებს გავლილი აქვთ რთული  საგზაო პირობები და  ლაპარაკი რომ შეეძლოთ, ყველა დამეთანხმებით, მათი პრეტენზიები აღმაშფოთებელი იქნებოდა და არასაკდრისი განსაცხადებლად. მათ ყველა შესაძლებელ გარემოებაში მართავდნენ: წყალში თუ ხმელეთზე, მთაში თუ ბარში, თოვლში თუ ტალახში. მისიაში გამოგზავნის პერიოდში მათ წარმატებით შეასრულეს 1 810 მეტი პატრულირება მთლიან საპატრულო 176 000 კმ-იდან. ახლა ისინი შეკეთებას და მშობლიურ ქვეყნებში გაგზავნას უდაოდ საჭიროებს.

ამგვარად, ყველა ვინც ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებაზე მუშაობს,  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ამ ახალი ავტომანქანების გაცნობას შეძლებს. პატრულება მიმდინარე ოთხი დღის განმავლობაში   ერთი პანჰარდის და ერთი ტოიოტას საშუალებით განხორციელდა. ამ პატრულირების მიზანი გაუგებრობის თავიდან აცილება იყო, რაც შესაძლოა გამოწვეულიყო სხვა საერთაშორისი ორგანიზაციების მიერ გამოყენებული  თუმცა, რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებული დროშის და ლოგოს მქონე, თეთრი მანქანების გამო.  

ჩვენი სამხედრომსგავსი ავტომანქანების შემდეგ ახალი, თეთრი ფერის ავტომანქანებით კონფორტულობის ხანა დადგება. ვიმედოვნებთ, რომ გაუმართავობის პერიოდი დასრულდა და ლენდ კრუიზერების სანდოობა მეტი პატრულების განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს.