EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 07:11:16
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1588/?page=11&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) „ქალთა, მშვიდობისა და უსაფთხოების საკითხებზე“ სემინარს მასპინძლობს

17.07.2009
17 ივლისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა „ქალთა, მშვიდობისა და უსაფთხოების საკითხებზე“ სემინარს უმასპინძლა. სემინარი სხვადასხვა მონაწილეების შეკრებას და გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 და 1820 რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. სემინარს სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სემინარში მონაწილეობა შეიარაღებული ძალების, პოლიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების სამოცმა სტუმარმა მიიღო. სემინარი ვიზიტად მყოფმა ევროკავშირის „ტროიკის“ დელეგაციამაც მოინახულა.

მთავარმა გამომსვლელმა, მისმა აღმატებულება, ბ-ნ პიერ შორმა, რომელსაც საგარეო საქმეთა, განვითარებისათვის თანამშრომლობის და სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში დიდი გამოცდილება აქვს, აქცენტი მშვიდობის დამყარების პროცესში გენდერული საკითხების წინ წამოწევაზე გააკეთა. მან ხაზი გაუსვა, რომ გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება მეტად მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ძალისხმევის მიმართვა მთელი და არა მხოლოდ მოსახლეობის ერთი ნახევრის პრობლემების გადასაჭრელად.

მეორე გამომსვლელმა, ქ-ნ მერი გელაშვილმა, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმიდან“, საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებში გენდერული თანასწორობის ნაკლებობასა და ოჯახური ძალადობის აღკვეთასა და ამგვარი ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

ზუგდიდის რაიონის გამგებლის მოადგილემ, ქ-ნმა დარეჯან გაბედავამ, კონფლიქტის განმავლობაში და მის შემდგომ, როლების გნსხვავებულ და ნათლად განსაზღვრულ გენდერულ გადანაწილებასა და იმ ტვირთზე ისაუბრა, რისი საკუთარ თავზე აღებაც კონკრეტულად ქალებს უხდებათ.

სემინარს ნაყოფიერი დისკუსია მოჰყვა. ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო საზოგადოების, როგორც მძლავრი იარაღის როლზე, რომელსაც საქართველოს მიერ ხელმოწერილი გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 და 1820 რეზოლუციებით, მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების დაჩქარების უნარი შესწევს. ამასთან, აღინიშნა სქესისა და ასაკის მიხედვით დაყოფილი მონაცემების არსებობის საჭიროება. მოცემული სტატისტიკა აუცილებელია ქალებისა და მამაკაცების განსხვავებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ჯეროვანი ძალისხმევის გასაწევად. ასევე აღინიშნა უნარშეზღუდული ქალების წინაშე მდგარი სირთულეები, რაც გადაწყვეტილებების მიმღებმა ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ.

მსგავსი სემინარი ზუდიდში პირველად ჩატარდა და რეგიონალური ოფისი მომავალშიც გააგრძელებს მოცემული საკითხის მეთვალყურეობას.