EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 22:11:15
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1614/?month=12&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) სემინარი „სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში“

27.06.2009
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) თბილისის რეგიონალურმა ოფისმა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა 2009 წლის 25 ივნისს, თბილისში, ორგანიზება გაუწია მრგვალ მაგიდას, სათაურით „სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაში.“ ღონისძიებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, საქართველოს მთავრობის (რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროები) და საქართველოში ადგილობრივ და სახელმწიფო დონეზე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთავარმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, დარიუს იურგელევიჩიუსმა, გახსნა.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა, სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოგვარებისათვის საჭირო გარემოს შესაქმნელად, სამოქალაქო საზოგადოების პოტენციურ როლზე გაამახვილეს ყურადღება. მონაწილეებმა განიხილეს ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში აგვისტოს ომის შედეგად წარმოშვა. ასევე, მათ სამოქალაქო საზოგადოების დონეზე მიმდინარე იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც მოცემულ ტერიტორიაზე განხორციელების სტადიაშია. ამასთან, დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის წინაპირობებსაც შეეხო (ჰუმანიტარული დახმარების და ადამიანის უფლებების, ნდობის აღდგენის, ინფორმაციის გაცვილს, მონიტორინგისა და ანალიზის სფეროში).

ყველა მონაწილე დაეთანხმა იმ აზრს, რომ აგვისტოს ომმა მეტად ხელი შეუშალა სამოქალაქო საზოგადოების იმ ორგანზაციებს, რომებიც ქართულ-ოსური ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობას ახორციელებენ. შედეგად, ახალი პოლიტიკური კონტექსტი არასასურველ პირობებს ქმნის ძველი ძალისხმევების ეფექტიანი გაგრძელებისათვის. მიუხედავად ამისა, უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებსა და ოსებს შორის დიალოგის დამყარების პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის მხარდაჭერა მოხდეს. აღინიშნა, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მისია ორგვარია: ოს კოლეგებთან დიალოგის დაწყება და მუშაობა მთავრობასთან სამშვიდობო პროცესისათვის პოლიტიკური მიდგომების შესამუშავებლად. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით, საერთაშორისო აქტორებს გაეწიათ რეკომენდაციები, რაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების ხელშესაწყობად, სავარაუდო პროექტების მხარდაჭერასა და დიალოგის წარმოების მიზნით, სამთავრობო და არასამთავრობო წარმომადგენლებთან მუდმივი დიალოგის ფორმატის შექმნაში მდგომარეობდა.