EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 22:11:45
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1650/?month=12&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი), ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მეოთხე შეხვედრაზე მოსახლეობისათვის რელიგიური ადგილების მონახულებისათვის პირობების შექმნას სთავაზობს

04.09.2009
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შფარგლებში, ერგნეთში, 3 სექტემბერს გამართულ შეხვედრას, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) უწევდა ორგანიზებას, საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად. მოცემული შეხვედრების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში განსახილველი საკითხები ჟენევაში იქნას განხილული, ხოლო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე იმ კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელოთ, რომლებიც ადგილზე, ადამიანების ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. მოცემულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო ეკლესიებისა და სალოცავი ადგილების მონახულების უფლება. მოსახლეობას უნდა შეეძლოს მივიდეს სასაფლაოებზე და ილოცოს ეკლესიებში, ისე რომ თავს დაცულად გრძნობდეს. შეხვედრაზე, ყველა მონაწილესთან ერთად, მოცემული საკითხების განხილვა დავიწყეთ.“ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყო ადგილობრივი მოსახლეობის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება და ორივე მხარეზე განხორციელებული ბოლოდროინდელი ინციდენტები და დაკავებები.
შეხვედრამ შეხედულებების გაცვილს და უსაფრთხოების მდგომარეობის მოკლე შეფასების საშუალება მოგვცა.
წინასწარი შეთანხმების თანახმად, 17 სექტემბრის ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართული მომდევნო შეხვედრა 24 სექტემბერს შედგება.