EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/11/2024 00:11:07
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1672/?page=9&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთი წლის თავზე

22.09.2009
შეკითხვა: როგორ განიხილავთ უსაფრთხოების მდგომარეობას საქართველოში?

ელჩი ჰაბერი: მდგომარეობა საკმაოდ მშვიდია. ადგილი ქონდა მხოლოდ რამოდენიმე სერიოზიულ ინცინდენტს, ძირითადად სროლებს ღამის განმავლობაში, თუმცა არც ერთი სამოქალაქო პირი არც დაშავაბულა და არც დაღუპულა. მეორეს მხრივ ადმინისტრაციული საზღვრის გარშემო არსებული პრობლემები ძირითადად დაკავშირებულია არა უსაფრთხოებასთან, არამედ  იმ სირთულეებთან, რომლებიც მოსახლეობას ხვდება სასაზღვრო ზოლის გადაკვეთისას. ძირითადად გაურკვეველია საზღვრის გადაჭრისა და ვაჭრობის პირობები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, საგანგაშო არის ორივე მხრიდან დაკავებულთა რაოდენობა (როგორც საქართველოს ასევე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები). ხშირად ადამიანებს აკავებენ “ საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო“,  როდესაც მათ არ გააჩნიათ შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. ზოგ შემთხვევაში კრიმინალურ  ქმედებაში დადანაშაულების საბაბით. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს პრაგმატიზმისაკენ. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სამართლებრივ პოზიციას, რუსეთი კი დე ფაქტო სახელმწიფოებს. საჭირო არ არის სამოქალაქო საზოგადოებამ  საკუთარ მხრებზე იწვნიოს სამართლებრივი პოზიციების დემონსტრირება.

მდგომარეობა ადგილზე შედარებით მშვიდი  გახლდათ, ომის წლისთავის წინა კვირის ჩათვლით, როცა მხოლოდ ერთი ინცინდენტი დაფიქსირდა როგორც თბილისის ასევე ცხინვალის მიერ. ორივე მხარის მასმედიის საშუალებების  მიერ გადმოცემული სიახლეები ასახავენ გაცილებით რთულ მდგომარეობას, ვიდრე ჩვენ დავაფიქსირეთ ადგილზე.

შეკითხვა: იქონიებს თუ არა რაიმე სერიოზულ გავლენას მისიის უსაფრთხოებაზე ტალიავინის მოხსენების გამოქვეყნება?

ელჩი ჰაბერი: ტალიავინის მოხსენების გამოქვეყნება, რომელიც მოსალოდნელია ამ თვის ბოლოს, რაღა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენთვის არ არის ცნობილი მოხსენების შინაარსი. ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა არც გამოძიებაში და არც ამ მოხსენების შედგენაში, რადგან ჩვენ არ გახლდით ადგილზე, როდესაც ომი დაიწყო და არც მაშინ როცა 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებები დაიდო. რაც შეეხება მოხსენების გამოქვეყნების გავლენას რეგიონზე, ვიმედოვნებ რომ თვის ბოლო ისევე მშვიდად ჩაივლის როგორც ეს მოხდა ომის წლისთავის შემთხვავაში 7 აგვისტოს.ნებისმიერ შემთხვევაში მისია გააძლიერებს პატრულირებას, რათა ეფექტური რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დაძაბულობაზე.

შეკითხვა: რა ძირითადი საკითხები განიხილეს ჟენევის შეხვედრაზე?

ელჩი ჰაბერი: 17 სექტემბრის შეხვედრაზე ძირითადად განხილულ იქნა უსაფრთხოების გარანტიის საკითხები. რუსეთის მხარემ ითხოვა უაფრთხოების გარანტიების დადასტურება, რომლებიც  უკვე გათვალისწინებულია სარკოზი-მედვედევის შეთანხმების გეგმის მიხედვით, მაგრამ რომელიც იქნება ორმხრივ საფუზვლკებზე დამყარებული, საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ჩათვლით. ქართულმა მხარემ ისაუბრა უსაფრთხოების გაძლიერებაზე მათ შორის საერთაშორისო დასწრების აუცილებლობაზე აფხაზეთის იმ მონაკვეთზე სადაც ამჟამად ქართული მოსახლეობა ცხოვრობს. თუმცა ამ საკითხზე მხარეებს განსხვავბული აზრები გააჩნდათ.

მეორე სამუშაო ჯგუფი ორიენტირებული იყო ჰუმანიტარულ საკითხებზე, ძირითადად, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელთა მიერ  საკმაოდ კარგად მომზადებული მოხსენებების მიუხედავად, სამწუხაროდ ამ კუთხით დიდ წინსვლას ადგილი არ ქონია.

შეკითხვა: გეგმავს თუ არ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რაიმე სახის სტრუქტურულ ცვლილებებს შემდგომ სამანდატო წელიწადს?

ელჩი ჰაბერი: 15 სექტემბერს მისია შეუდგა მუშაობას მეორე ერთწლიანი მანდატით. მონიტორები ადგილზე გეგმიურად და რეგულარულად იცვლებოდნენ. ამჟამად ისინი გადიან სწავლებას მისიის მანდატის ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფისათვის. მისიის რეორგანიზაციის შედეგად მივიღეთ სამი საველე ოფისი (გორში, მცხეთასა და ზუგდიდში) და ასევე იქმნება რამოდენიმე მოწინავე ბაზა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებზე.

შეკითხვა: როგორ წარმოგიდგენიათ მისიის მომავალი? შეინიშნება თუ არა რაიმე სახის ცვლილებები მხარეების მიერ მისიასთან დამოკიდებულებაში?
ელჩი ჰაბერი: დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში გაუმჯობესება აღინიშნება, თუმცა ჯერ კიდევ შორს ვართ სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს პატრულირების შესაძლებლობისაგან. ჩვენ გვსურს გავააქტიუროთ ურთიერთობა დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან. მათ შეუძლიათ დახმერება გაგვიწიონ ჩვენი მანდატის სრულყოფილად განხორციელებაში.

შეკითხვა: როგორია მისის პოზიცია შავ ზღვაზე ბოლო დროს მომხდარ ინცინდენტებთან  დაკავშირებით?

ელჩი ჰაბერი: მისია არ აკონტროლებს გემებისა და ხომალდების გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და მიღმა, მაგრამ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენებს  და ვითხოვეთ ეს საკითხი განგვეხილა 8 სექტემბრის ინცინდენდების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრაზე. საკითხის სამართლებრივი მხარე ძალიან კოპმლექსური და რთულია, ასე რომ ჩვენ ვურჩევდით ნებისმიერ მხარეს მიიღოს დამოუკიდებელი იურიდიული კონსულტაცია,  სანამ მიმართავენ კონკრეტულ ღონისძიებას. ჩემი აზრით  ამჯერად მხარეები უკეთ აცნობიერებენ პრობლემის არსს ვიდრე ადრე.

შეკითხვა: მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია რომ თურქეთსა და აშშ-ს სურთ მიიღონ მონაწილეობა მისიის საქმიანობაში, მათ სურთ დამკვირვებლების გამოგზავნა. ეს მართალია?

ელჩი ჰაბერი: ამჟამად მისიას გააჩნია საკმაო რაოდენობის დამკვირვებელი ადგილზე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, და მანდატის შესრულებისას არ ვსაჭიროებთ დახმარებას მესამე ქვეყნებისაგან. გადაწყვეტილება მოვიწვიოთ თუ არა თურქი ან ამერიკელი წევრები მისიაში წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეროგატივაა. არა ვარ საქმის კურსში ამ კუთხით რაიმე სახის მოლაპარაკებების თაობაზე. ქართული მხარე ბევრჯერ გვთავაზობდა მისიის კიდევ უფრო გაძლიერებას, თუმცა ამჟამად ეს საკითხი არ განიხილება. როგორც სარკოზი-მედვედევის მოლაპარაკება ითვალისწინებს ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ 200 მონიტორის ყოფნა ადგილზე. ამჟამად ადგილზე გვყავს  210 მონიტორი, მაგრამ სულ რამოდენიმე დღეში, როდესაც კადრების როტაცია საბოლოოდ დასრულდება, ჩვენ დავუბრუნდებით ადრინდელ რიცხვს, რაც 220 მონიტორს შეადგენს

შეკითხვა:   იცავს თუ არა საქართველო იმ ურთიერთგაგების მემორანდუმის  ვალდებულებებს, რომელიც გაფორმებულია თავდაცვის სამინისტროსთან?

ელჩი ჰაბერი:  დიახ. მცირე გაურკვევლობები ძალიან სწრაფად გვარდება. ახალმა თავდაცვის მინისტრმა უკვე დაგვიდასტურა რომ ჩვენი სამუშაო ურთიერთობა უცვლელი დარჩება და საქართველო არ უპასუხებს იმას რაც მათი აზრით პროვოკაციად შეიძლება ჩაითვალოს. მემორანდუმი ძალაში რჩება მის შეწყვეტამდე, მაგრამ იგი უკვე ორჯერ ავტომატურად განახლდა.

შეკითხვა: რა მდგომარეობაა პერევში?

ელჩი ჰაბერი: მდგომარეობა პერევში ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, რუსულ ჯარს კვლავ უკავია თავისი პოზიცია პერევში. სოფელი არ შედის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაში და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო წარმომადგენელმა რომელიც პასუხისმგებელია კონფლიქტის მოგვარებაზე დაადასტურა ეს ფაქტი თავის განცხადებაში პრესისათვის. ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს თუ რატომ არ გადიან რუსები ამ ადგილიდან, მედვედევი- სარკოზის შეთანხმების შესაბამისად.