EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
10/11/2024 11:11:55
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1673/?page=4&year=2009
 
 უკან

ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში გამართულ მეხუთე შეხვედრაზე გრძელდება საზღვაო ინციდენტების და გალის რეგიონში მცხოვრები ქართველი მოსწავლეების მიერ განათლების მიღების ხელმისაწვდომობის საკითხებზე განხილვები

23.09.2009
22 სექტემბერს გალში,ქართველი,აფხაზი,რუსი და ესმის წარმომადგენლები დაესწრნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მეხუთე შეხვედრას,რომელიც გაეროს შუამავლობით გაიმართა. მიუხედვად განსხვავებული პოზიციებისა, განხილვებმა პოზიტიურ ატმოსფეროში ჩაიარა.ძირითადი ბოლო შეხვედრიდან ხელახლა განხილული საკითხები ეხებოდნენ შავ ზღვაზე მომხდარ საზღვაო ინციდენტებს  და გალში მცხოვრები ქარველი მოსწავლეების მიერ განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასწავლო წლის დასაწყისში მდგომარეობა გალში მცხოვრები მოსწავლეებისათვის უმეტესად დამაკმაყოფილებელი იყო  და აგრეთვე შედგა კონსტრუქციული დიალოგი მომავალი საზღვაო ინციდენტების თავიდან აცილების გზების თაობაზე. ორივე საკითხი განხილული იქნება შემდეგ შეხვედრაზე.

აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ, გამოისახა კრიმინალურ საკითხებზე თანმშრომლობის ურთიერთ სურვილი .

მომდევნო შეხვედრა გალში,6 ოქტომბერს შედგება.