EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 23:11:35
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1692/?month=12&year=2009
 
 უკან

გადაადგილების თავისუფლება, განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და ბოლო დროის საზღვაო ინციდენტები განხილული იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მეექვსე შეხვედრაზე გალში

09.10.2009

6 ოქტომბერს გალში საქართველოს, აფხაზეთის, რუსეთის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მეექვსე შეხვედრას, რომელიც გაეროს შუამავლობით მოეწყო.

განხილულ იქნა ზუგდიდისა და გალის რაიონებს შორის გადაადგილების თავისუფლების საკითხები და ასევე აფხაზეთში მცხოვრები ბავშვების ქართულ სკოლებში განათლების ხელმისაწვდომობის სხვადასხვა ასპექტები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე სიტუაციაზე დაკვირვების ანგარიშზე დაყრდნობით მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საერთო მისაწვდომობა დამაკმაყოფილებელი იყო. ასევე განხილულ იქნა ადრე მომხდარი ინციდენტები და მდინარე ინგურის ხეობაში ვერტმფრენის მიერ განხორციელებული ფრენები. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ ამ საკითხის გამოკვლევას.

ბოლო საზღვაო ინციდენტებთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო საზღვაო კანონთან დაკავშირებული არსებული სამართლებრივი მექანიზმების განხილვა გაეროს კონვენციის ფარგლებში. შეთანხმებული იყო, რომ საჭიროა თავი აერიდოს უსაფრთხოებისთვის პოტენციალური საშიშროების მქონე საზღვაო ინციდენტებს.  

მომდევნო შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია გალში, 2009 წლის 20 ოქტომბერს.