EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 01:11:55
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1802/?page=4&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) ანიჭებს ადამიანის უფლებათა და მშვიდობის პრიზს თბილისის კინოფესტივალზე

07.12.2009
ახლოვდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე 10 დეკემბერი და   ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას პატივი ჰქონდა დაეწესებინა ადამიანის უფლებათა და მშვიდობის სპეციალური პრიზი თბილისის მე-10-ე კინოფესტივალზე. არაოფიციალურმა ჟიურიმ საერთაშორისო და ქართველი წარმომადგენლების შემადგენლობით განიხილა 10 ფილმი, რომელიც ამ კატეგორიისათვის შერჩეულ იქნა კინოფესტივალის დირექტორის მიერ.

აქტიური დებატების შემდეგ ჟიურიმ გადაწყვიტა, რომ მიანიჭოს “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადამიანის უფლებათა და მშვიდობის” პირველი პრიზი სომეხ რეჟისორ ჰარუტიუნ ხაჩატრიანს ფილმისთვის “საზღვარი”. მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ გენერალმა ჟილ ჟანვიემ გამოაცხადა გამარჯვებული კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე კინოთეატრ “ამირანში” კვირას, 6 დეკემბერს.

ფილმი არის სიმბოლური ისტორია, რომელიც ეხება საზღვრების გადაკვეთის თავისუფლებისა და ცხოვრების უფლების საკითხებს. იგი არჩეულ იქნა, რადგანაც მასში წამოწეული მნიშვნელოვანი საკითხები ეხმიანება ადამიანის ძირითადი უფლებების პრინციპებს. ადამიანის უფლებათა დღეს ესმი ამ ფილმს აჩვენებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტ სტუდენტების ჯგუფს, რის შემდეგაც გაიმართება აქტიური დისკუსია ფილმში წამოჭრილი საკითხების თაობაზე. ჩვენი რეგიონალური ოფისები მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში ამ დღეებში ასევე გაუწევენ ორგანიზებას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რიგ ღონისძიებებს სკოლებში პრეზენტაციების, დისკუსიების, ფორუმებისა და შეჯიბრებების ჩათვლით.

ესმი-ს პატივი ჰქონდა მონაწილეობა მიეღო თბილისის კინოფესტივალის მუშაობაში, რომელიც კულტურისა და ხელოვნების წარმატებულ ინიციატივას წარმოადგენდა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ადამიანის უფლებათა საკვანძო საკითხის გამოკვეთა მსგავს ღონისძიებების ჩატარებისას.