EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 00:11:09
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1820/?month=12&year=2010
 
 უკან

ესპანეთი ევროკავშირის გარდამავალ თავმჯდომარეობას იღებს

04.01.2010


2010 წლის 1 იანვარს ესპანეთი მეოთხეჯერ გადაიბარებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას, ამჟამად შვედეთისგან.

თავის გამოსვლაში ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ აღნიშნა, რომ ესპანეთის ექვსთვიანი თავმჯდომარეობა “ევროპის მშენებლობისათვის გადამწყვეტი ბიძგი იქნება”, რაც ემთხვევა ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის “ახალ დასაწყისს”.

თავის პროგრამაში თავმჯდომარეობა განსაზღვრავს ოთხ მთავარ პრიორიტეტს, ფოკუსირდება ლისაბონის ხელშეკრულების სრულ და ეფექტურ განხორციელებაზე, წევრი ქვეყნების შორის გაუმჯობესებული კოორდინაციის მეშვეობით ევროპის ეცონომიკურ აღორძინებაზე, ახალი მსოფლიოს წყობაში ევროკავშირის გაძლიერებულ წარმომადგენლობაზე, ისევე როგორც ინიციატივების გაზრდილ რიცხვზე, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა უფლებათა და თავისუფლებათა ხელშეწყობას.

ევროკავშირის სხვა წინამორბედი თავმჯდომარე ერებისგან განსხვავებით, ესპანეთი იმუშავებს ევროკავშირის ახალ მუდმივ პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისა და საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელთან კატერინა ეშტონთან ერთად.