EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 11:11:33
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1835/?page=10&year=2010
 
 უკან

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ მე-11 შეხვედრაზე განხილული იყო გადაადგილების თავისუფლება, ბოლოდროინდელი ინციდენტები და თანამშრომლობა კრიმინალური საკითხების სფეროში

25.01.2010
მეთერთმეტე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გაიმართა 2010 წლის 20 იანვარს გალში. გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ქართული ხელისუფლების, დე ფაქტო აფხაზეთის, რუსეთის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ინტენსიური და კონსტრუქციული დიალოგის საშუალებით მონაწილეებმა განიხილეს ბოლოდროინდელი ინციდენტები და გაცვალეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო საზღვაო უსაფრთხოება ისევე როგორც გადაადგილების თავისუფლება და თანამშრომლობა კრიმინალური სფეროს დასაძლევად საზღვრის ორივე მხარეზე.

ასევე განხილული იყო ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთი ავტობუსის უფასო მომსახურეობის აღდგენის შესაძლებლობა გადაადგილების თავისუფლების ხელშესაწყობად.
 
მომდევნო შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია გალში, 2010 წლის 9 თებერვალს.