EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 09:11:47
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/1924/?page=8&year=2010
 
 უკან

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ მე-12 შეხვედრაზე განხილული იყო გაღრმავებული თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და ბოლოდროინდელი ინციდენტები

15.02.2010
მეთორთმეტე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გაიმართა 2010 წლის 9 თებერვალს გალში. გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ქართული ხელისუფლების, დე-ფაქტო აფხაზეთის, რუსეთის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

მონაწილეებმა განიხილეს ბოლოდროინდელი ინციდენტები კონსტრუქციულ და პროდუქტიულ ატმოსფეროში. ასევე განხილული იყო დაკავებისა და განთავისუფლების პროცედურები,  ისევე როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ადმინისტრაციული საზღვრების დაუბრკოლებელი გადაკვეთის საჭიროების საკითხი.
 
სხვა განხილული საკითხები მოიცავდა კრიმინალური საქმიანობის დაძლევასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაძლო გაცვლას ისევე როგორც ინფორმაციის გაზიარებას დაგეგმილ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, რაც ნდობის აღდგენის მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს.

მომდევნო შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია გალში, 2010 წლის 2 მარტს.