EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 07:11:00
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2041/?page=4&year=2010
 
 უკან

ქალბატონი კატრინ ეშტონის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენელის განცხადება საქართველოს სტრატეგიის შესახებ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე

12.03.2010
ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს “სახელმწიფო სტარტეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით”, რომელიც მიღებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ 27 იანვარს.

ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მისწრაფებას კონფლიკტის მხოლოდ მშვიდობიანი გზითა და დიპლომატიური საშუალებებით დარეგულერაბში. ევროკავშირი ასევე მიესალმება ინიციატივას, როგორც კონსტრუქციულ ნაბიჯს დაძაბულობის შემცირებისათვის, ნდობის აღდგენას და კონტაქტების დამყარებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მაცხოვრებლებთან.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ჩაატაროს კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან სტრატეგიის განხორცილების სამოქმედო გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მისწრაფებას ნეიტრალური სტატუსის ჩარჩოს შემუშავებასთან დაკავშირებით იმ ხელისუფლებებთან ურთიერთობისათვის, რომლებიც აკონტროლირებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, და მოუწოდებს ყველა მხარეს რაც შეიძლება სწრაფად განახორციელოს ეს. მთავარი პრიორიტეტი საქართველოსათვის გახდება იმის უზრუნველყოფა, რომ საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩოები, აგრეთვე კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მისი განხორციელება იყოს მოყვანილი შესაბამისობაში იმ მოსაზრებასთან, რომელიც არის წარდგენილი ვენეციის კომისიის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით.

საბოლოოდ, ევროკავშირი ,კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თავის ძლიერ მხარდაჭერას უსაფრთხოების და სტაბილურობისადმი საქართველოში, ეყრდნობა რა სრული დამოუკიდებლობის პრინციპების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობის პატივისცემას, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ.

ბრიუსელი,  2010 წლის 10 მარტი