EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 21:11:32
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/206/?page=2&year=2008
 
 უკან

უსაფრთხოების გაძლიერება საქართველოში

07.11.2008
“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იურიდიულ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება ჟენევის მოლაპარაკებების საკითხია. ჩვენი საქმეა ადგილზე, მონიტორინგი, უსაფრთხოების გაძლიერება, კანონისა და წესრიგის აღდგენის ხელშეწყობა. ჩვენ  ქვეყნის დონეზე ვმუშაობთ, ვეხმარებით ნდობის აღდგენას,” განაცხადა პარასკევს თბილისში გამართულ კონფერენციაზე ჰანსიორგ ჰაბერმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში. (7 ნოემბერი)

ორ დღიანი კონფერენცია, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური ინსტიტუტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ Bertelsmann Stiftung და Heinrich Böll Stiftung-ის მიერ იყო ორგანიზებული. ელეჩმა ჰაბერმა კავკასიაში საერთაშორისო თანამშრომლობის ევროპული როლის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

ბატონმა ჰაბერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ძირითადი საქმიანობა პრაქტიკულია:

“ჩვენი მიზანია რეგიონში უსაფრთხოების შექმნა. ეს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით შეიძლება განხორციელდეს. ჩვენი მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს, მაგრამ ჩვენ სამოქალაქო, ავტონომიური და შეუიარაღებელი მისია ვართ და არ შეგვიძლია გზა ძალით გავიკვლიოთ. ჩვენ გვსურს თანამშრომლობა.”   

დებატების განმვალობაში ელჩმა შეკითხვები მიიღო. ერთ-ერთმა მონაწილემ საქართველოში მოქმედი რამოდენიმე საერთაშორისო დაწესებულება საავადმყოფოში სიცოცხლის შემანარჩუნებელ რამოდენიმე აპარატზე შეერთებულ პაციენტს შეადარა. “რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ პაციენტი გამოვრთოთ ამ აპარატებიდან, ისე რომ იგი არ დაიღუპოს?”

ბატონმა ჰაბერმა უპასუხა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში ინფორმაციის გაცვლით მჭიდროდ თანამშრომლობენ, მაგრამ აუცილებელია სხვადასხვა ორგანიზაციების როლის ნათლად განსაზღვრა. ამჟამად საქართველოში გაერო, ეუთო და ევროკავშირი მუშაობენ. რადგან არც ქართული და არც რუსული მხარე არ მონაწილეობს ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ორგანიზაციას უნიკალური როლი გააჩნია. ელჩმა ჰაბერმა ხაზი გაუსვა რომ ევროკავშირი არ არის არც “პრო ქართული” და არც “პრო რუსული:” “ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენ ყველა მხარესთან ვმუშაობთ,” განაცხადა მან.

ბატონ ჰაბერს შეკითხვა დაუსვეს კონფლიქტის “გაყინულ” და შესაბამისად მოუგვარებელ მდგომარეობაში დარჩენის რისკზე და რომ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების შექმნა ამ საზღვრის აღიარებას გულისხმობს.

“ჩვენ ვიცით ამ რისკის არსებობის შესახებ. თეორიულ დონეზე, არც ერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ გეგმავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. მაგრამ იმისათვის, რომ ადგილზე უსაფრთხო გარემო შეიქმნას, ჩვენ ადმინისტრაციული საზღვრის საკითხთან დაკავშირებით ნათელი წესები გვესაჭიროება. ეს მგრძნობიარე საკითხია, მაგრამ ჩვენი თვალთახედვით, მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კუთხით მუშაობის ნაწილია.”

რამოდენიმე შეკითხვა საქართველოში და რეგიონის სხვა ქვეყნებში ევროკავშირის საქმიანობის ეფექტიანობას შეეხო. ელჩმა ჰაბერმა ხაზი დღემდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პროგრესს გაუსვა. “მედვედევი-სარკოზის გეგმა დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს: მან, ათი დღის ვადაში,  მიმდებარე ზონიდან რუსული ჯარის გაყვანა შეძლო. ამას წარმატების გარდა სხვას ვერაფერს ვუწოდებთ.”