EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 22:11:15
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/207/?month=12&year=2008
 
 უკან

გავიცნოთ ევროკავშირი – კამპანია საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად

11.11.2008

რა არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია? რას აკეთებენ დამკვირვებლები? რა არის მათი ფუნქცია? ეს ის შეკითხვებია, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებს უჩნდებათ, როდესაც გზაზე ან მათ სოფელში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანებს ხედავენ. ნდობის აღდგენაზე მიმართული საქმიანობის ფარგლებში, ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ავუხსნათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს თუ ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, ორშაბათს, 10 ნოემბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ფოთისა და ბაზალეთის რეგიონალური ოფისების მიდამოებში, ადგილობრივი სკოლებით, საზოგადოებრივი ინფორმაციის გავრცელების პროგრამა დაიწყო.

ბაზალეთიდან, პირველი პრეზენტაცია ქვემო ჭალის სკოლაში გაიმართა. სკოლა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან 1.5 კილომეტრში მდებარეობს. 233 სტუდენტიდან, რომლებიც ექვსიდან ჩვიდმეტ წლამდე არიან, ექვსი სტუდენტი სამხრეთ ოსეთიდან არის.

პრეზენტაცია დაყოფილი იყო სამ ნაწილად, სადაც პირველი ნაწილი ევროკავშირის მოკლე მიმოხილვას დაეთმო, მეორე - ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე: თუ რას აკეთებს მისია საქართველოში, ჩვენი მანდატი და რას უნდა ელოდნენ მოსწავლეები ჩვენგან და ბოლოს – ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის, პატრულირებისა და ანგარიშის წარმოდგენის აღწერა.

ორივე მასწავლებელი და მოსწავლეები თბილად შეგვხვდნენ, რადგან ჩვენი მისვლა და სათქმელი დიდ ინტერესს იწვევდა. პრეზენტაცია სავსე საკლასო ოთახში ჩავატარეთ. პრეზენტაციის ბოლოს დარბაზი შეკითხვებისათვის გავხსენით და მრავალი აწეული ხელი მივიღეთ. მთავარი საკითხი უსაფრთხოებას შეეხებოდა, რადგან ყველას აწუხებდა საკუთარი უსაფრთხოების მდგომარეობა – შეძლებს თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაეხმაროს უსაფრთხო გარემოს შექმნას, შეძლებს თუ არა ხალხი იცხოვროს მშვიდობის პირობებში. ორი საათი გავიდა. დამატებით ერთი საათი მეათე კლასელების გაკვეთილზე გავატარეთ, სადაც მშვიდობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის თემაზე ორგანიზებულ ქართული ისტორიისა და ლიტერატურის გაკვეთილზე დაგვპატიჟეს.

სამშსაბათს, 11 ნოემბერს, საგურამოსთან ახლოს, წინამძღვარიანთკარის პროფესიულ სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, ჩვენი მეორე პრეზენტაცია გაიმართა. სტუდენტები ძირითადად 17-18 წლისანი იყვნენ და სურათიც იგივე იყო – დიდი ენთუზიაზმი და ინტერესი. ამჯერად უფრო მეტი შეკითხვა სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს დაებადათ, ფოკუსი ძირითადად სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებზე იყო.
საერთო ჯამში, მეტად პოზიტიური და ღირებული ღონისძიებები მივიღეთ. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მისი დამკვირვებლების შესახებ მეტ ინფორმაციაზე მოთხოვნა არსებობს, ისევე როგორც თუ რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ უფრო უსაფრთხო და სტაბილური მომავლის შესაქმნელად. ეს კარგ დასაწყისს წარმოადგენს, რომელზეც იმედი გვაქვს ავაგოთ უფრო მეტი ღონისძიებები, პრეზენტაციები და საინფორმაციო შეტყობინებები ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის.