EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 21:11:09
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/208/?page=4&year=2008
 
 უკან

სტუმრობა ფოთის N 1 საჯარო სკოლაში

10.11.2008
თარიღი: 10.11.2008
ადგილმდებარეობა: ფოთი, აკაკის ქუჩა N44, სამეგრელოს რაიონი
დრო: 11.20-12.10

ფოთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები გეოგრაფიის გაკვეთილს დაესწრნენ. გაკვეთილს დამკვირვებლებთან ერთად 15 წლის ასაკის 29 მოსწავლე ესწრებოდა (16 ვაჟი, 13 გოგონა).

დამკვირვებლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიზნებზე მოკლე პრეზენტაცია ჩაატარეს (ზეპირი პრეზენტაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს ოფისის სახელმძღვანელოს მიხედვით). დამატებით, ფუნქციური ტერმინები “მონიტორინგი” და “დამკვირვებელი” უფრო დეტალურად იქნა ახსნილი. შემდეგ, დამსწრე სტუდენტებს შეკითხვების დასმა შესთავაზეს. სტუდენტების მიერ წამოჭრილი საკითხები შეეხებოდა შემდეგს:

-როგორ არის საქართველო აღქმული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში
-ევროკავშირის ისტორია


-ევროკავშირის გაფართოების პროცესი
-განსხვავება ნატოსა და ევროკავშირს შორის
-ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში
-ფოთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლების შთაბეჭდილება ფოთში არსებულ სიტუაციაზე

სტუდენტებთან ამ მოკლე დისკუსიის (დაახლოებით 30 წუთი) შინაარსის შეჯამებისას, უნდა აღინიშნოს, რომ შეკითხვების უმეტესობა შეეხებოდა საზოგადოდ ევროკავშირს და არა პირდაპირ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში.