EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 08:11:07
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2179/?page=7&year=2010
 
 უკან

სასირეთის სკოლის მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ იმიტირებულ სასამართლო პროცესში აქტიური მონაწილეობის მეშვეობით

04.06.2010

4 ივნისს, მცხეთის რეგიონალური ოფისის ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის გუნდმა მოაწყო სემინარი ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სასირეთის სკოლაში კასპის მახლობლად.
სემინარი ფოკუსირებული იყო იმიტირებულ სასამართლო პროცესზე, სადაც განიხილებოდა მოქალაქის საქმე, რომლის ადამიანის უფლებები დაირღვა. 16 წლის მოსწავლეების სამმა ჯგუფმა შეასრულა ადვოკატის, პროკურორის, და ნაფიც მსაჯულთა როლი. მოსწავლეები ამ პროცესისთვის მოემზადნენ ამოცანების შესრულების საშუალებით, რომელთა მიზანი იყო მათთვის წინასწარ მიცემული ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ კანონის ცოდნის გაღრმავება.  საკლასო ოთახი იყო მოწყობილი, როგორც სასამართლოს დარბაზი, სადაც პროცესს მოსამართლე უძღვებოდა. სასამართლო სხდომა გაიმართა დაახლოებით 70 ადამიანის (მშობლების, მასწავლებლების და სხვა მოსწავლეების) წინაშე და ორ საათზე მეტს გრძელდებოდა. მყარი არგუმენტები მოყვანილი იყო ორივე მხარის მიერ, რომლებმაც არა მარტო თემის ცოდნა აჩვენეს, არამედ დაადასტურა ინტერესი და  ენთუზიაზმი დავალებასთან მიმართებაში. ამასთანავე, სავარაუდო დარღვევა დამტკიცდა და უფლებადარღვეული პირის საჩივარი დაკმაყოფილდა.
მოსწავლეებს მოეწონათ ღონისძიება და მათ მიიღეს  მისიის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი სერტიფიკატები.