EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 00:11:55
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2254/?month=12&year=2010
 
 უკან

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კატერინა ეშტონმა მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჯგუფის მიერ ოძისის საგუშაოსა და წეროვანში დევნილთა დასახლების მონახულებაში

16.07.2010
16 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა  და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კატერინა ეშტონმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებთან ერთად მოინახულა ქართული საგუშაგო ოძისში, რათა თავად ენახა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ვითარება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის  ხელმძღვანელმა მას ვრცლად გააცნო ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის და რეგიონში სადამკვირვებლო მისიის გუნდების მუშაობის შესახებ.

ქალბატონ ეშტონის თქმით, მისი ვიზიტი თავად აღნიშნვს ევროკავშირის თანადგომას საქართველოსადმი;  მან მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხშირად რთულ ვითარებაში მუშაობას  და ძალისხმევას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მან განმარტა, "ჩემი ვიზიტი საქართველოში ორ მიზანს ემსახურებოდა: პირველი, მოლაპარაკებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ  და მეორე, დღეს მე მომეცა საშუალება, რომ მოვსულიყავი და გავცნობოდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ ყველა ეს პრობლემა მომავალში მოგვარდება პოლიტიკური გზით. "

უმაღლესმა წარმომადგენელმა ეშტონმა განაგრძო ვიზიტი და მოინახულა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება წეროვანში, სადაც მას მიეწოდა ინფორმაცია დევნილების საერთო მდგომარეობის შესახებ საქართველოს მასშტაბით, ისევე როგორც წეროვანში მცხოვრებ  დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ. იგი შეხვდა და ესაუბრა 75 წლის კაცს ახალგორიდან მისი წარსულისა და არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ. იგი ცხოვრობს დასახლებაში მისი აშენების დღიდან.