EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 03:11:32
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2259/?page=2&year=2010
 
 უკან

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 20 ივლისს გალში გამართულ მეცხრამეტე შეხვედრაზე განიხილეს თავისუფალი გადაადგილებისა და ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების საკითხები

21.07.2010
20 ივლისს, გალში, საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების, რუსეთისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები,  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაეროს თავჯდომარეობით გამართულ მეცხრამეტე შეხვედრას დაესწრნენ.

კონსტრუქციულ სამუშაო ატმოსფეროში მონაწილეებმა გაცვალეს და განიხილეს ინფორმაცია ბოლოდროინდელ ინციდენტებთან დაკავშირებით. მათ შორის იმ ინციდენტების შესახებ, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, მოხდა მდინარე ენგურის გასწვრივ მკაფიო გამყოფი ხაზის არარსებობის გამო. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს წინა შეხვედრაზე განხილული კრიმინალური ხასიათის მქონე შემთხვევების შესახებ და გაცვალეს დამატებითი ინფორმაცია. ისინი შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხებზე მუშაობას მომდევნო შეხვედრისათვის მოსამზადებელ პერიოდში გააგრძელებენ.
მონაწილეებმა კიდევ ერთხელ  განიხილეს მდინარე ენგურზე  შეუფერხებელი გადაადგილების საკითხი, ასევე განიხილეს არსებული პროცედურები და სამომავლოდ დაგეგმილი ცვლილებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ  ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასა და გადაადგილების თავისუფლებაზე.

 მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა გაიმართება გალში, 2010 წლის 14 სექტემბერს.