EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 05:11:46
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/226/?page=3&year=2008
 
 უკან

ჩვენ არ შეგვიძლია ვებრძოლოთ ზამთარს, მაგრამ შეგვიძლია ვებრძოლოთ მის შედეგებს

13.11.2008
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თითქმის ორი თვეა რაც ქვეყანაში მუშაობს. ჩვენ გვხვდებოდნენ მეგობრულად, ინტერესით, სიფრთხილით... მტრულად თითქმის არასოდეს. საქართველოში ჩვენ სტუმრები ვართ და საქართველოს სტუმართმოყვარე ქვეყნის სახელი აქვს. ჩვენ ვესტუმრეთ ასობით დასახლებას, სოფელს, ვესაუბრეთ ათასობით ადამიანს: მოხელეებს, პოლიტიკოსებს, სამხედროებს, მოხუცებს, ახალგაზრდებს, ქალებს, კაცებს... ჩვენ მოვისმინეთ მათი მონათხრობი და იგი გულთან ახლოს მივიტანეთ.

ჩვენ ვასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ სამუშაოს, მაგრამ ჯერ კიდევ მეტად ბევრი საქმეა გასაკეთებელი. კიდევ არის საკითები, რომელთაც მოგვარება სჭირდება. პოლიტიური და დიპლომატიური საკითხების გარდა, პრობლემატურია იმ ადამიანთა მდგომარეობა, რომლებიც იძულებით არიან გადაადგილებულნი თავიანთი სახლებიდან, ისევე როგორც აუფეთქებელი მასალების პრობლემა იმ ადგილებში, სადაც ომი მიმდინარეობდა. მაგრამ შესაძლოა ახლა ყველაზე გადაუდებელი პრობლემა ზამთრის მოახლოებაა.

აგვისტოს ომის დროს მოსავალი განადგურდა, ზოგ ადგილას კი აუფეთქებელმა მასალებმა შეუძლებელი გახადა მოსავლის აღება. გახსნილი საგუშაგოები მოსახლეობას შეშის შეგროვებაში უშლის ხელს. საქონელი საგუშაგოებს მიღმა მყოფ საძოვრებზე დარჩა და ზამთრისათვის საქონლის გადმორეკვა ვერ ხერხდება. მოსავლის, შეშისა და საქონლის გარეშე კარს მომდგარი ზამთარი შესაძლოა ძალიან რთული აღმოჩნდეს მათთვის, ვინც სიცივესა და რესურსების ნაკლებობას განიცდის.

ყველაზე დიდი პრობლემა გადაადგილების შეზღუდვაა. ეს პოლიტიკური პრობლემაა. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ადამიანებმა შეშის შესაგროვებლად, საქონლის მოსამწყემსად, მოსავლის ასაღებად თავისუფლად გადაადგილება შეძლონ. ეს ზამთარი გამოცდა იქნება ყველა ჩვენთაგანისათვის: იგი გამოცდის ჩვენ შესაძლებლობას შევქმნათ თანამშრომლობა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს, ყველას საკეთილდღეოდ.

ზამთარი არ ცნობს საზღვრებს, ქვეყნებს და ეროვნებებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მომავალი ზამთის სირთულეების დაძლევაში ჩვენი წვლილის შესატანად.