EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
15/11/2024 02:11:23
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2290/?page=4&year=2010
 
 უკან

სემინარი გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით მცხეთის რეგიონალური ოფისში

26.08.2010
23 აგვისტოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისში ჩატარდა გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული სემინარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის. სემინარს მცხეთაში სულ 29 ადამიანი დაესწრო. ღონისძიება დაიწყო ტექნიკური პრეზენტაცით საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა კონვენცია ქალების დისკიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციაზე (CEDAW), გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 და  გაეროს რეზოლუცია 010704. ეს საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებას და  ქალთა უფლებებთან დაკავშირებული სიტუაციის დაბალანსებას. შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქვეყნების წარმომადგენლებმა ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან გაიმართეს პრეზენტაციები, სადაც მოიყვანეს ეროვნული გამოცდილების მაგალითები.

მცხეთის რეგიონალური ოფისის გუნდის მიერ განხილული თემები მოიცავდა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობის ქალების სამსახურში აყვანას, მათ მიმართ წარდგენილ მოთხოვნებს, კარიერის პროგრესთან და ბავშვების გაჩენასა და აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს, ისევე როგორც მას-მედიის ინფორმაციას ჯარში მომსახურე ქალებთან მიმართებაში და დამოკიდებულებას მამაკაცი კოლეგების მხრიდან. ჯარში ქალების როლის თემამ გამოიწვია საინტერესო დისკუსია, რადგან ორივე სქესის მონაწილეებმა განიხილეს აქტუალური საკითხები, მაგალითად, თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი - ძალა თუ სტრატეგია.  

ლანჩის შემდეგ გაიმართა დისკუსია შერჩევისა და სამსახურში აყვანის პროცესის შესახებ; ასევე განხილული იყო განათლების, ტრენინგის, კარიერის განვითარების, ოპერაციული დაგეგმვისა და განხორციელების საკითხები.

დღის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებსა და სამუშაო განხილვებში, დამსწრეებს უზიარებდნენ მათ ეროვნულ გამოცდილებას. მიწვეულებმა ღონისძიება კარგად მიიღეს. შესვენების დროს რეგიონალურ ოფისის თანამშრომლებს, რომელთაც სამი თარჯიმანი ეხმარებოდათ, მიეცათ კარგი შესაძლებლობა შეხვდროდნენ და ეურთიერთათ ქართველ პერსონალთან. არაფორმალურმა შეხვედრამ ღონისძიების შემდეგ გაამყარა ახალი ურთიერთობები და შესაბამისად დაასრულა სემინარი, რომელიც, იყო კარგი და სასიამოვნო, ისევე როგორც სერიოზული და საგანმანათლებლო.