საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს გენერალური მდივანი, მარკ პერინ დე ბრიშამბო და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას პაეტი შეხვდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ ჰანსიორგ ჰაბერს და ეწვივნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას წეროვანსა და სხვადასხვა ადგილებს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. ვიზიტის განმავლობაში, ეუთოს გენერალურ მდივანს და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიეწოდათ ინფორმაცია მისიის საქმიანობის, მიღწევებისა და პრობლემების შესახებ, მათ გამოხატეს მისიის მუშაობის მაღალი შეფასება. განცხადებაში ქართულ მედიასადმი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და მისიის მანდატის გაგრძელებისადმი მხარდაჭერა,“პრობლემების მოგვარებამდე“.