EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 23:11:51
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2313/?month=12&year=2010
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის ორი წელი

01.10.2010
ორი წლის წინ, 2008 წლის 1 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაიწყო პატრულირება, ეს მოხდა ორი კვირის შემდეგ, რაც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო მისიის წარგზავნაზე რათა მას განეხორციელებინა დაკვირვება  ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების შესრულებაზე, რომლებმაც 2008 წლის ომი დასრულებამდე მიიყვანეს.

მისიის პირველი ამოცანა იყო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებიდან გაყვანის მონიტორინგი. ამის შემდეგ მისიის მცდელობები მიმართული იყო საქართველოში საომარი მოქმედებების განახლების პრევენციაზე და ასევე იმის ხელშესაწყობად, რომ  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიები იყოს უსაფრთხო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მისიაში მუშაობდა 700-ზე მეტი თანამშრომელი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და 100-ზე მეტი  ადგილობრივი  თანამშრომელი,  ადგილზე განხორციელდა 15,000 პატრულირება. თანამშრომელთა უნართა სიმრავლემ, თავდადებულობამ და პროფესიონალიზმმა განაპირობა ის, რომ მისიას შეუძლია ეფექტიანად შეასრულოს მანდატით დაკისრებული როლი; დააკვირდეს სიტუაციას ადგილზე, წარადგინოს ანგარიშები ინციდენტების შესახებ და მრავალი საათის განმავლობაში გულმოდგინე მუშაობის შედეგად, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარგზავნის შემდეგ მკვეთრად შემცირდა დაფიქსირებული  ინციდენტების რაოდენობა და საგრძნობლად დასტაბილურდა სიტუაცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე. ამჟამინდელი გამოწვევა არის ძალისხმევა კონფლიქტის გამომწვევი ძირითადი მიზეზების მიმართებაში, რომელიც სცილდება სტაბილიზაციის  მოკლევადიან ამოცანას .