EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 06:11:58
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/233/?page=1&year=2008
 
 უკან

ძალიან შორს სახლიდან

18.11.2008
ჩვეულებრივ ქართულ სოფელში ორსართულიანი არაფრით გამორჩეული მიტოვებული შენობა დგას. თუმცა, შენობა ცარიელი არ არის და მასში 13 ოჯახი ცხოვრობს. იმ ხალხს შორის ვინც აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულია, უჩვეულოა, რომ ერთი პატარა გოგონა, ანა, გაუგებარია რატომ, მხიარულია და იცინის.

ანა ალბათ ხუთი ან ექვსი წლისაა. მას სახლის დატოვება იმ მოვლენების გამო მოუხდა, რომლის წინააღმდეგაც ვერაფერს გააწყობდა, იმ გარემოებების გამო, რომელიც მას არ ესმოდა და მაშინ როდესაც საინფრომაციო ბიულეტენები საუბრობენ საგუშაგოებზე, საზღვრებზე და “ლეგიტიმურობაზე” რა კეთდება ამ დროს მისი მსგავსი ბავშვების უსაფრთხოებისათვის? ნუთუ მართებულია მას შიოდეს და სციოდეს უცხო შენობაში იმ მხარეში, რომელსაც არ იცნობს.

ორმოცი ადამიანი, სოფლის ყოფელი პოლიკლინიკის ბეტონის შენობაში, ორ ღუმელს იყოფს. წყალს ეზოში ძველი ჭიდან იღებენ. სველი წერტილები არ არის.

“ეს ცხოვრება არ არის,” - ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი. “ეს მხოლოდ არსებობაა. ჩვენ არ შეგვიძლია დავუბრუნდეთ ჩვენ სახლებს ახალგორში, რადგან შეგვავიწროვებენ. ამაში დამნაშავე არც ოსები და არც რუსები, არამედ ჩვეულბრივი კრიმინალები არიან. მე ქართველი ვარ, მაგრამ ჩვენ არასოდეს გვქონია პრობლემბები ოსებთან და რუსებთან ახალგორში: მე რუსეთში ვსწავლობდი, ვმუშაობდი... მაგრამ კრიმინალებს ვერავინ შეაჩერებს ყველაფრის განადგურებისაგან.”

ქალბატონი გამართული რუსულით საუბრობს. მისი ლამაზი მაკიაჟი მძიმე საცხოვრებელი პირობების ფონზე მკვეთრ კონტრასტს წარმოადგენს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ცდილობს ბუნებრივობა და წესრიგი შეინარჩუნოს. სხვები კი ბედს დამორჩილებიან. საწოლიდან ახლად წამომდგრებივით, ხალათები და ფოსტლები აცვიათ, თუმცა უკვე გვიანი შუადღეა.

აგვისტოს ომმა სახლების დატოვება ბევრ ოჯახს აიძულა. უშუალოდ ომის შემდეგ, ბრძოლის გამო, დაახლოებით 128 000 იძულებით გადაადგილებული პირი გაჩნდა. მას შემდეგ ბევრი დაბრუნდა. სხვებს დასაბრუნებელი სახლი არ დარჩათ ან ვერ ბრუნდებიან, რადგან შევიწროვების ეშინიათ. საქართველოს მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები დაზარალებულთათვის ბევრ სახლს აშენებენ, მაგრამ არიან ამ ოჯახების მსგავსი ოჯახები, რომელთა არსებობაც ევროკავშირის მონიტორების გამოჩენამდე არავინ იცოდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არკვევს რა შეიძლება გაკეთდეს კონკრეტულად ამ ჯგუფისათვის. მაგრამ საბოლოოდ ქართულ, რუსულ, სამხრეთ ოსურ და აფხაზურ მხარეებს შორის თანამშრომლობის ძიება უზრუნველყოფს სტაბილურობას და უსაფრთხოებას, რაც ამ და მრავალი სხვა ოჯახისათვის ზამთრის დასაძლევად და ნდობის აღსადგენად არის საჭირო, რათა მოსახლეობა დაბრუნდეს იმ მიდამოებში რომლებიც მათ დატოვეს.

“ჩვენ გვაქვს ღუმელები, მაგრამ არ გვაქვს შეშა, არაფერი გვაქვს ლობიოსა და მაკარონის გარდა. მეგობრებისა და ნათესავების დახმარების გარეშე ვერ შევძლებდით გამკლავებას,” - ამბობს ქალბატონი.

ანა სულ ჩვენთან ერთად არის. გვისმენს და იღიმის, მაგრამ არ ესმის რა ხდება. მას უბრალოდ სურს დაუბრუნდეს იმ უსაფრთხო ცხოვრებას, რომელიც ადრე ჰქონდა.