EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 21:11:03
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2344/?month=12&year=2010
 
 უკან

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის განცხადება საქართველოში სოფელ პერევიდან რუსული საგუშაგოს მოხსნასთან დაკავშირებით

19.10.2010
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა და კომისიის ვიცე პრეზიდენტმა კეტრინ ეშტონმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

"მივესალმები საქართველოში სოფელ პერევიდან რუსეთის საგუშაგოს მოხსნას, რაც შესაბამისობაშია 14 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-13 რაუნდზე გაკეთებულ განცხადებასთან და მოცემულს ვაფასებ, როგორც ადგილზე მოვლენათა დადებით განვითარებას. მე მოველი შემდგომ პროგრესს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილი მისი განმახორციელებელი ზომების სრულად შესრულებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის საგუშაგო 18 ოქტომბერს მოიხსნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თანამშრომლობდა რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა გასვლის პროცესი თანმიმდევრულ და მშვიდ ვითარებაში განხორციელებულიყო.

ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა ადგილზე შემდგომი ნორმალიზაციისთვის და განაგრძონ დიალოგში მონაწილეობა, რაც ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით კონფლიქტის შედეგების აღმოსაფხვრელად ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს."

http://www.consilium.europa.eu/uedocs/cms_Data/docs/pressdata/EN/foraff/117147.pdf