EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
10/11/2024 10:11:08
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2359/?page=9&year=2010
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართებაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული #1325 რეზოლუციის ათი წლისთავს

31.10.2010

2010 წლის 31 ოქტომბერს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართებაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული #1325 რეზოლუციის ათი წლის თავი გაიმართა. ამ დოკუმენტმა გზა გაუხსნა ახალ აზროვნებას ქალებზე კონფლიქტის ზეგავლენის და ასევე სამშვიდობო პროცესებში მათი როლის შესახებ. რეზოლუცია ხაზს უსვამს კონფლიქტების  დროს ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებათა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში ქალთა უფლებების საკითხებს. იგი შეიცავს შემდგომ მითითებებს პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანოებისა და საერთაშორისო სამშვიდობო ძალებისა და სამშვიდობო ინიციატივებისთვის.

ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს # 1325 რეზოლუციას და მომდევნო დოკუმენტებს. რაც შეეხება მის განხორციელებას, ევროკავშირის გააჩნია ყოვლისმომცველი მიდგომა, რომელიც აღიარებს მჭიდრო კავშირებს მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და გენდერული თანასწორობის შორის. იგი ხაზს უსმევს კონფლიქტურ სიტუაციებში და  მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა დაცვისა და მონაწილეობის  ხელშეწყობის აუცილებლობას და აგრეთვე ხელს უწყობს ქალთა თანაბარ და სრულუფლებიან მონაწილეობას კოფლიქტების პრევენციასა და გადაწყვეტაში, მშვიდობის დამყარებასა და შენარჩუნებაში, ჰუმანიტარულ ოპერაციებსა და პოსტ-კონფლიქტურ რეკონსტრუქციაში. ფართო განვითარების მოსაზრებებიდან გამომდინარე ეს მოქმედებები ფართო მხარდაჭერით უნდა სარგებლობდეს, როგორიცაა ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების და შესაძლებლობების ხელშეწყობა და მათთვის სამედიცინო მომსახურებისა და განათლების ხელმისაწვდომობა.
 
იმ დროს, როდესაც შეიმჩნევა დიდი პროგრესი # 1325 რეზოლუციას შესრულებისას, ასევე დარჩენილია საკითხები, რომელიც შემდგომ მუშაობას მოითხოვს, როგორიცაა პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის გეგმებში ქალთა საჭიროებების დაფინანსების გათვალისწინება, ზოგიერთ კონფლიქტებსა და პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში სექსუალური ძალადობის მაღალი დონე. ქალები ახლაც არ არიან ჩართულები სამშვიდობო პროცესებში, რის შედეგადაც ქალთა პრობლემები სამშვიდობო შეთანხმებებში არ აისახება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეუერთდება გაეროს უშიშროების საბჭოს # 1325 რეზოლუციის ათი წლისთავს აღნიშვნას. 3 ნოემბერს, ზუგდიდის რეგიონალური ოფისი მოიწვევს ქალებს, რომლების არიან  სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი როგორც სამთავრობო, ასევე ბიზნეს წრის წარმომადგენლები, რათა იმსჯელონ იმ როლების შესახებ, რომელიც ამ სექტორებმა სამშვიდობო პროცესში შეიძლება ითამაშონ. ეს ღონისძიება გაიხსნება ბრიუსელთან სკაიპით კავშირით, ადამიანის უფლებათა დაცვის გენერალური დირექტორის ქ-ნ კატარინა ლეინონენის მიერ. ამის შემდეგ, ნოემბრის მეორე კვირას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისები მცხეთასა და გორში გამართავენ ღონისძიებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისში თბილისში, რომლის დროსაც მოეწყობა # 1325 რეზოლუციის სხვადასხვა ასპექტების ამსახველი პრეზენტაციები, როგორიცაა კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა.