EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 21:11:38
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/240/?page=3&year=2008
 
 უკან

დანიის პრემიერ მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს სტუმრობს

28.11.2008
პარასკევს, მისიის დანიელ მონიტორებთან და სათაო ოფისის თანამშრომლებთან შესახვედრად და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელისაგან მისიის საქმიანობასა და ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციის მისაღებად, დანიის პრემიერ მინისტრი, ბ-ნ ანდრეს ფოგ რასმუსენი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს ეწვია.

დანიის პრემიერ მინისტრი თბილისის სათაო ოფისს დანიის ოფიციალური პირების დელეგაციის, დიპლომატებისა და მედიის თანხლებით ესტუმრა. მას ჰანსიორგ ჰაბერი, გენერალი ჟანვიე და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დანიური კონტიგენტის წარმომადგენლები დახვდნენ. ბ-ნ რასმუსენმა დაათვალიერა სათაო ოფისი და  ბ-ნ სტეფან ბრასისაგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის, საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ამის შემდეგ, ელჩმა ჰაბერმა ბ-ნ რასმუსენთან სიტუაციის პოლიტიკური მხარე განიხილა.

ბატონმა ჰაბერმა  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრაქტიკული მიდგომა ახსნა და განაცხადა, რომ მისია კონცენტრირებას შესაბამისი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს შორის ნდობის აღდგენაზე ახდენს, ხოლო ლეგიტიმურობისა და სტატუსის საკითხები ჟენევის მოლაპარაკების ნაწილია.

ბ-ნ რასმუსენმა მისიის საქმიანობასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი გამოხატა. მან განაცხადა: „ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. იგი მოვლენებზე ევროკავშირის სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის დემონსტრირებას ახდენს. დანია კვლავ გააგრძელებს ამ მეტად მნიშვნელოვანი მისიის მხარდაჭერას.“