EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 21:11:44
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2497/?page=7&year=2010
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

11.12.2010

ეს უკვე ტრადიციად იქცა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით. წელს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა - ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე კარგად მიღებული პრეზენტაციის ჩატარების შემდეგ - მოიწვვია სტუდენტები  თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტიდან საუკეთესო ესეს დაწერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თემაზე "ჩემი ხედვა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით". წარმოდგენილი ესეები შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეთნიკური და ეროვნული უმცირესობების, იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) მდგომარეობა, და ასევე პატიმრებისადმი ცუდი მოპყრობა. 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაზე გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ.

იმავე დღეს, მცხეთის ადგილობრივი მაცხოვრებლები მოწვეულნი იყვნენ მცხეთის რეგიონალური ოფისის მიერ  ქართული ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის კონცერტზე დასასწრებად, რომელიც მცხეთის კულტურის სახლში გაიმართა.

ამასობაში ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა წარმოადგინა მასალები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მათ რეგულარულ ოთხშაბათის რადიო გადაცემაში  ოდიშის არხზე.

გორის რეგიონალურმა ოფისმა ეს დღე აღნიშნა გორის უნივერსიტეტში გამართული დისკუსიებით, რომელიც უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრებთან და ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) თანამშრომლობით გაიმართა. 80 სტუდენტი - ძირითადად იურიდიული ფაკულტეტიდან - ესწრებოდა სემინარს. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის და ზოგადად კანონმდებლობის საკითხების განხილვაში როგორც საქართველოს კონტექსტში, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველების სამუშაოს თვალსაზრისით. მათ ასევე გაცვალეს თავიანთი მოსაზრებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
და ბოლოს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში წვლილი შეიტანა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მუშაობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში  გადაღებული ფილმისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჯილდოს დაწესებით. ჯილდო გადაეცა დიდი ბრიტანეთის / სამხრეთ აფრიკის ფილმ "კანის" რეჟისორ ენტონი ფაბიანს. ეს იყო ღრმად ემოციური ბიოგრაფიული ამბავი თეთრკანიანი მშობლების ოჯახში დაბადებულ სამხრეთ აფრიკელ ქალზე, რომელიც აპარტეიდის ეპოქის დროს ფერადად ითვლებოდა. ენტონი ფაბიანს პრიზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰაბერმა გადასცა.
ეს სხვადასხვა და წარმოსახვითი ღონისძიებები კარგად იყო მიღებული და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი  ღონისძიებების განხორციელებას. ყოველივე ეს განხორციელდა სამივე რეგიონალური ოფისის ადამიანის უფლებათა სფეროში ჰუმანიტარულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა გუნდების რეგულარული ინტენსიური მუშაობის ჩატარებასთან ერთად.