EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 06:11:39
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/2504/?page=9&year=2011
 
 უკან

უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობას იღებს

01.01.2011
2011 წლის 1 იანვარს უნგრეთი გადაიბარებს ევროკავშირის გარდამავალ ექვსთვიან თავმჯდომარეობას ბელგიისგან. 

როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, უნგრეთი ორგანიზებას გაუწევს და გაუძღვება ყველა შეხვედრას,  გარდა საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრებისა, რომელსაც თავმჯდომარეობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა  და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქალბატონი კატერინა ეშტონი.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის უნგრეთის პოლიტიკური დღის წესრიგი ემყარება ადამიანის ფაქტორს და ფოკუსირებულია ოთხ ძირითად საკითხზე: ეკონომიკური ზრდა და დასაქმება ევროპული სოციალური მოდელის შესანარჩუნებლად; ძლიერი ევროპა, მოქალაქეებისადმი მეგობრული კავშირი; გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკა.

თავმჯდომარეობის ოფიციალური ვებ გვერდი განთავსებულია ბმულზე: http://www.eu2011.hu/